საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები !
ისტორიაქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს მუშფაკის (შემდგომში – ინდუსტრიული ინსტიტუტი) ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და, თბილისში დაბრუნებულმა, მუშფაკის ეზოში (ახლანდ. უშანგი ჩხეიძის ქუჩა) კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. პირველ კალათბურთელთა რიგებში იყვნენ გიორგი ეგნატაშვილის ტანვარჯიშული ჯგუფის წევრები – მიხეილ ცხვედაძე, გიორგი საყვარელიძე, ბორის გერასიმოვი, ალექსანდრე დავიდოვი, მიხეილ იზაშვილი და სხვები. 1924 წელს თბილისელ რკინიგზელთა თაოსნობით მოეწყო ტურნირი 6 გუნდის მონაწილეობით, რომელთაგან ერთი – “სინათლე” – იმავე წელს ამხანაგური მატჩების გასამართავად ბაქოში გაემგზავრა. “სინათლის” გამარჯვებით დამთავრდა თბილისის პირველი ჩემპიონატი (1925). იმავე “სინათლის” კაცთა და ქალთა გუნდებმა მოიგეს 1927 წელს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს პირველი ჩემპიონატიც. იმ პერიოდში თბილისში მომრავლდა კალათბურთის მოედნები. გუნდები ჩამოყალიბდა სპორტულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ქართული დივიზიის ნაწილებში, სასწავლო დაწესებულებებში. პარალელურად, კალათბურთი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს აღიმართა გივი კილაძის თაოსნობით ე.წ. მესამე ლეგიონის ეზოში. 1926 წელს მოეწყო პირველი საქალაქო შეჯიბრება. იმავე წელს ქუთაისელი კალათბურთელები ბათუმს ეწვივნენ და ადგილობრივ გუნდებს შეხვდნენ. 1927 წელს ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთში მიავლინა ალექსანდრე ჭელიძე. შეიქმნა კალათბურთის შემსწავლელი ჯგუფები, მოეწყო შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა აფხაზეთის ნაკრები, რომელიც აქტიურად ჩაება საქართველოს პირველობაში. კალათბურთით განსაკუთრებით დაინტერესდა სტუდენტი ახალგაზრდობა. მარტო თბილისის უნივერსიტეტს ათეულობით გუნდი ჰყავდა, საქალაქო პირველობის სხვადასხვა ჯგუფში კი უნივერსიტეტელთა 12 გუნდი გამოდიოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, რომელთა შემადგენლობაში გამოდიოდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვლადიმერ და რობერტ მდივნები, ვახტანგ ციციშვილი, არჩილ წერეთელი, ლეონიდ ძეკონსკი, შალვა ყიასაშვილი, გიორგი ავალიშვილი, შალვა დიასამიძე, სურენ ოგანეზოვი და სხვები. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე სპორტსაზოგადოება “სტროიტელთან” ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც შემდგომ არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა.
ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე და სხვები. შემდეგ ქართულ კალათბურთში ლიდერობდა თბილისის “დინამო”, რომელიც 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო, 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში – სსრკ თასის მფლობელი, 1962 წელს კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში (ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია), მსოფლიოს (ზურაბ საკანდელიძე, ნიკოლოზ დერიუგინი) და ევროპის (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, ამირან სხიერელი, სერგეი კოვალენკო, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი) ჩემპიონატებში. კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ გიორგი ავალიშვილს, ლეონიდ ძეკონსკის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, გერონტი ბაბახანიდს, გრიგოლ მეუნარგიას, ალექსანდრე მესხს, სულიკო თორთლაძეს და ოთარ ქორქიას. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის მწვრთნელთა ნაყოფიერმა მუშაობამ და კალათბურთელთა ოსტატობამ საქართველოს სახელი გაუთქვა კალათბურთის სამყაროში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩვენში ჩამოდიოდნენ ევროპის წამყვანი საკლუბო და ეროვნული ნაკრები გუნდები. 1958-72 წლებში თბილისს ოთხჯერ ეწვივნენ აშშ-ის კაცთა და ქალთა სამოყვარულო ნაკრებები.
ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ (1965-66) დაიკავა მეორე ადგილი, 1969 წელს კი თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ამ გუნდში გამოდიოდნენ ელზა დურმიშიძე, ლიანა ქველიძე, ნელი ჯაფარიძე, ციალა ჯანელიძე, მედეა სურგულაძე, ალექსანდრა კოვზირიძე-რუსკინა და სხვები. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან სსრკ ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში (1954, 56).
1991 წლიდან ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად ვითარდება, 1994 წელს შეიქმნა საქართველოს კაცთა და ქალთა ეროვნული გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობენ. რამდენიმე ქართველი კალათბურთელი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობს, ვლადიმერ სტეფანიას და ნიკოლოზ ცქიტიშვილს აშშ-ს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უასპარეზიათ , დღეს კი იქ ჩვენი ერთადერთი ( იმედია დროებით ) წარმამომადგენელი , ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ასპარეზობს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.დაფუძნდა 1991 წლის 4 ივნისს. 1992 წლის 10 ივლისიდან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფერენციის, ხოლო 2003 წლიდან ფიბა-ევროპის ფედერაციის წევრია. პრეზიდენტები: ალექსანდრე ალექსანდრე ჩხეიძე (1991-95), ავთანდილ საყვარელიძე (1995-97), გიორგი ქათამაძე (1998-2001), ბეsიკ ლიპარტელიანი (2001 წლიდან).
ოლიმპიური თამაშებიI ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1972
მიხეილ ქორქია 1972
II ადგილი
ოთარ ქორქია 1952
ნოდარ ჯორჯიკია 1952
გურამ მინაშვილი 1960
ვლადიმერ უგრეხელიძე 1960
ლევან მოსეშვილი 1964
III ადგილი
სერგეი კოვალენკო 1968
ზურაბ საკანდელიძე 1968
მიხეილ ქორქია 1976
ნიკოლოზ დერიუგინი 1980
მსოფლიოს ჩემპიონატიI ადგილი
ზურაბ საკანდელიძე 1967
ნიკოლოზ დერიუგინი 1982
III ადგილი
ანზორ ლეჟავა 1963
გურამ მინაშვილი 1963
ვლადიმერ უგრეხელიძე 1963
ზურაბ საკანდელიძე 1970
ევროპის ჩემპიონატი I ადგილი
ოთარ ქორქია 1947, 51, 53
ნოდარ ჯორჯიკია1947
ალისა ასიტაშვილი 1954, 56
გურამ მინაშვილი 1957, 59, 63
ვლადიმერ უგრეხელიძე 1961
ზურაბ საკანდელიძე 1965,67,69,71
ამირან სხიერელი 1965
მიხეილ ქორქია 1971
ნიკოლოზ დერიუგინი 1981
II ადგილი
მიხეილ ქორქია 1975, 77
III ადგილი
ოთარ ქორქია 1955
ზურაბ საკანდელიძე 1973
2013 წლის ევროპის შესარჩევი ჯგუფი , სადაც ჩვენი ნაკრები იასპარეზებს
1. საქართველო 0/0 0
2. ბოსნია & ჰერცოგოვინა 0/0 0
3. ჰოლანდია0/0 0
4. რუმინეთი 0/0 0
5. ლატვია 0/0 0 --------------------------------------------
18 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა
გამთამაშებლები: კორი ფიშერი, გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა.
მსროლელები: მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე.
მსუბუქი ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია.
მძიმე ფორვარდები: თორნიკე შენგელია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური.
ცენტრები:ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი.
ფაჩულია ზაზა (კაპიტანი)პოზიცია: ცენტრი
დაიბადა: 1984 წელს
სიმაღლე: 210 სმ
ცინცაძე გიორგი პოზიცია: უკანა ხაზი
დაიბადა: 1986 წელს
სიმაღლე: 196 სმ
სანიკიძე ვიქტორ პოზიცია: ფორვარდი
დაიბადა: 1986 წელს
სიმაღლე: 203 სმ
მარკოიშვილი მანუჩარ პოზიცია:მსროლელი
დაიბადა:1986 წელს
სიმაღლე:197სმ
შერმადინი გიორგი პოზიცია:ცენტრი
დაიბადა:1989 წელს
სიმაღლე:2.16 სმ
შენგელია თორნიკე პოზიცია:მსუბუქი ფორვარდი
დაიბადა:1991
სიმაღლე:2.07 სმ
მეტრეველი ნიკაპოზიცია:მძიმე ფორვარდი/ცენტრი
დაიბადა:1991
სიმაღლე:2.12
კორი ფიშერი პოზიცია: უკანა ხაზი
დაიბადა:1988
სიმაღლე:1.85 სმ
გუნდის პერსონალი მთავარი მწვრთნელი:
იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)
ასისტენტები:
ჯეისონ სტოდტი (აშშ)
დავით უსტიაშვილი (საქართველო)
კოტე ტუღუში (საქართველო)
გუნდის მენეჯერი
მერაბ რატიშვილი
სერბ სპეციალისტთან 2 წლით გახანგრძლივდა კონტრაქტი
--------------------------------------------------------------------------
ბევრისთვის მოულოდნელად, 12 საუკეთესოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გაფართოებულ სიაშიც ვერ მოხვდნენ ევრო 2012-ის ფინალური ტურნირის მონაწილე ვლადიმერ ბოისა (04.07. 1981), ნიკა ცქიტიშვილი (14.04. 1983), ლაშა გამყრელიძე (04.02. 1986) და ლაშა ფარღალავა (07.02. 1987).___________________________________________
სუპერლიგაგუნდები:
რუსთავი დინამო თსუ შსს-ს აკადემია ბათუმი-რსუ სოხუმი არმია ქუთაისი სტუ თსსუ ოლიმპი შემადგენლობები:
http://superleague.ge/club.phpსტატისტიკა:
http://superleague.ge/statistic.php_______________________________________
ევროტურნირებზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი
არმია

Group H
1. Antwerp 0-0
2. Armia 0-0
3. Hapoel Holon 0-0
4. Telekom Baskets 0-0
_________________________________
ტრანსფერებისანიკიძე ვირტუსი ---> მონტეპასკი
შერმადინი კანტუ ---> მაკაბი
შენგელია შარლერუა ---> ბრუკლინ ნეთსი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა
1-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში
17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი). მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ს ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი.
1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია საქართველო-ავსტრია (ქალაქი დადგინდება მოგვიანებით)
7-9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი
13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი გერმანია-საქართველო ლაიფციგში (გერმანია)
საქართველოს ნაკრების ოფიციალურ მატჩთა განრიგი
18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)
24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში (ჰოლანდია)
2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში (რუმინეთი)
5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისი
8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში (ლატვია)
11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში
წინა თემის ლინკი :
ქართული კალათბურთიწინა თემის ტოპ -10 მპოსტავი
Sno 258
grigalaaa 138
GRIZLY07 97
imereti 66
amikoo 64
გიო81 50
giorgi77 47
George:) 46
kobakaxeti 43
SPIRIT CRUSHER 40
This post has been edited by grigalaaa on 9 Jul 2012, 17:19
მიმაგრებული სურათი