დედამიწას ცისფერ პლანეტას უწოდებენ, თუმცა ალბათ "ჭრელი" უფრო მიესადაგება. ფერებით სავსეა შიგნიდან დანახული დედამიწა - სიცოცხლის სამყარო, ცოდვითა და მადლით სავსე. ვისთვის სამოთხე, ვისთვის ჯოჯოხეთი. ყველაფრის მომცავი, დამტევი და ამტანი.
ჯერ დედამიწამ შვა ადამიანი და შემდეგ ადამიანმა შვა დედამიწა.
მისი დღევანდელი სახე ჩვენი "შედევრია".
ავაკვალმეთ, დავაცემენტეთ, ტყეები გავკაფეთ, ამოვწყვიტეთ იშვიათი ცხოველები - და ესეც მოგვდევდა მორჩილად, საუკუნეენის, ათასწლეულების მანძილზე.
რამდენს აიტან კიდევ, დედამიწა?
მგონია რომ სულ უფრო გაუსაძლისი ხდებიან შენთვის ადამიანები.
ალბათ გინდოდა კაცობრიობა გულით გეტარებინა, მაგრამ ალბათ ზურგით სატარებლები უფრო ვართ, ვიდრე გულით.
როდამდე? სადამდე?
ვფიქრობ და უცნაური გრძნობა მეუფლება - შიში? რიდი? არ ვიცი, ალბათ ორივე ერთად...
მე არ მინდა შენი დასასრული ვიხილო...
(დილის ფილოსოფიური ჩანაწერები)
* * *
დედამიწა როგორიც იშვა:





* * *
დედამიწა, როგორიც გახდა:




