სამი წელია ვიყენებ კორ სტანდარტ ბანკის
სამოგზაურო ბარათ „თრეველს“. დიდად არ მიხარია 1-წლიან ბარათში 50 ლარის გადახდა ხოლმე. უმეტესობა სავაჭრო ობიექტში (აშშ-ში) საერთოდ არ იღებენ. ჩემთვის ამ ბარათის ერთადერთი ფუნქციაა, მშობლებს გასაჭირის ჟამს ფული ვთხოვო და გადმომირიცხონ, რაც სემესტრში მაქს. 3-ჯერ ხდება. სხვაში მართლა ვერაფერში ვიყენებ -- ბანკომატის გარდა, თრეველ ქარდს ჩემს ქალაქში ფაქტიურად არაფერი იღებს.
ახლა რა მაინტერესებს.
- ვარიანტი: უფრო ჭკვიანური ხომ არ იქნება, რომ უბრალოდ ელექტრონი/კლასიკი ავიღო აქ? აღება იაფია. შემდეგ იქ ბანკომატი დამაკისრებს გადასახადს გამოტანაზე (რაც თრეველს არ ეკისრება), მაგრამ ეს გადასახადები ჯამში ალბათ 50 ლარზე არც კი ავა. კარგი იდეაა?
- ვარიანტი: საქართველოდან პირდაპირ Bank of America-ს საჩეკო ანგარიშზე დეპოზიტირება შეიძლება? ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა. თუ გადარიცხვას რაღაც ექსტრავაგანტული საფასური არ ადევს და გადარიცხვის შესრულებას სადღაც ტრ*კში წასვლა არ ესაჭიროებოდა, საუკთესო იქნებოდა.
გმადლობთ წინასწარ,
Vancho
This post has been edited by Vancho on 20 Aug 2012, 17:24