#32621637 · 19 Aug 2012, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონო მოდერებო, სრულიად სერიოზულად, დაუშვით ბილწსიტყვაობა ფორუმზე, თორემ გასაცოდავდნენ იუზერები...
პირადად მე არც არასოდეს მისარგებლია და არც ვაპირებ მაგრამ...
აიდაჰოს შტატის კანონმდებლებმა 50-იან წლებში სტრიპტიზის აკრძალვა მოინდომეს და აკრძალეს სტრიპტიზი ღამის ბარებში...
მაშინვე სტრიპტიზმა გადაინაცვლა დღის კაფეებში და მაღაზიებში...
ამის მერე სტრიპტიზი ყველა სავაჭრო დაწესებულებაში აიკრძალა, მაგრამ გამოსავალი აქაც მონახეს ვენერას შიშველი სხეულის ყურების მოყვარულებმა...
საკანონმდებლო ორგანოს გვერდით გაიხსნა სახვითი ხელოვნების თავისუფალი სკოლა, სადაც სრულიად ჩვეულებრივი სტრიპტიზი ტარდებოდა. ერთი მხატვარიც იდგა და გაკვეთილს ატარებდა. შესვლის მსურველებს ფანქარს და ქაღალდს აძლევდნენ და მოლბერტთან სვამდნენ, გამოსვლის წინ კი მის ნახატს შეფასებასაც კი აძლევდნენ. ბოლო-ბოლო შიშველი ნატურიდან ხატვა კომუნისტებსაც კი არ აუკრძალავთ...
ჰოდა რისი თქმა მინდა. იგივე ბილწსიტყვაობა არ არის "ვიღაცის დედა შევიყვარე", "იმის დედა დავლოცე" და ა.შ...
ფანტაზიისა და გამომგონებლობის ისეთი მრავალფეროვნებაა რომ, ეს ფანტაზია სწორი მიმართულებით რო წარვმართოთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხი გვექნებოდა გადაჭრილი...
ასე რო აზრი არ აქვს, თავის სათქმელს მაინც გამოხატავენ, ისევ თქვენ გჭირდებათ ქვეტექსტების მიხვედრა ან თავის მოტყუება რო ქვეტექსტი არ იყო...
დავიჯერო მოკამათის დედასთან პლატონური სიყვარულის გრძნობა უჩნდება მეორე მოკამათეს?
წმინდა სამედიცინო კუთხით: ტკივილის ატანა ადვილდება თუ ადამიანი ვისაც სტკივა გინებით იკლებს გარემოს. ეფექტი სუფთა ფსიქოლოგიურია, მაგრამ არის...
და კიდევ ერთი - აქ განიმუხტონ, იქნებ რეალში ნაკლები აგრესია დარჩეთ..
This post has been edited by makvala on 19 Aug 2012, 23:46
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|