#56512955 · 6 Jul 2020, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წმინდა სალომე მენელსაცხებლე დედათა შორის მოიხსენიება. იგი წარმოშობით გალილეადან იყო. სალომე არის მეუღლე ზებედესი, დედა იოანე და იაკობ მოციქულებისა. სხვა დედაკაცებთან ერთად სალომეც დაჰყვებოდა და ემსახურებოდა უფალსა და მის მოწაფეებს. დედური სიყვარულით აღძრულმა, ქრისტეს სთხოვა, რომ მისი ძენი განედიდებინა და ერთი თავის მარჯვნივ დაესვა ცათა სასუფეველში, მეორე – მარცხნივ. ცნობილია ასევე, რომ სალომე ესწრებოდა ქრისტეს ჯვარცმასა და საფლავად დადებას, მესამე დღეს კი ახლდა სხვა მენელსაცხებლე დედებს, რათა ნელსაცხებელი ეცხო თავისი უფლის სხეულისთვის.
--------------------
ლეჩხუმგრამზაპისების დირექტორი
|