მაინტერესებს ვინმე თუ გამოეხმაურება მსგავს თემას.
აქ დაწერონ იმ მძღოლებმა რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით მიდიან და სურთ მგზავრი წაიყვანონ შედარებით იაფად ვიდრე იგივე მიმართულებაზე სამარშრუტო ტარიფია.
ასევე იმ მგზავრებმა, ვინც სადმე წასვლას აპირებს და ეზარება ვაგზალზე გასვლა და მარშუტკით მგზავრობა.
ანუ, პირველი წინადადება ჩემი იქნება ასეთი:ხუთშაბათს, 27 სექტემბერს დილის საათებში მივდივარ
ზუდიდში.მანქანა: Opel Zafira 6 ადგილიანი.
თავისუფალი მაქვს 6-ივე ადგილი.
მარშუტკის სტანდარტული ფასია 15 ლარი.
მე წაგიყვანთ
12 ლარად.
თან სახლში მოგაკითხავთ (ოღონდ ლილოში და ორხევში ვერა, ქალაქის მასშტაბით

) და ზუგდიდშიც კონკრეტულ მისამართზე მიგიყვანთ (ისიც ქალაქის მასშტაბით).
თუ ზუგდიდის მზავრები არ მეყოლება, წავიყვან ქუთაისი-სამტრედია-აბაშა-სენაკის მზავრებსაც. (თუ 6-ივე იქნება, ფოთიც შეიძლება)
ველი წინადადებებს!
აბა წავიდა...