#32902862 · 8 Sep 2012, 02:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
მათეს სახარება თავი მეხუთე
როდესაც ამ სიტყვებს ვკითხულობთ ჩნდება გაორების მომენტი. ერთის მხრივ ყველა აღიარებს, რომ ეს ჰუმანურობის მწვერვალია, მაგრამ მის რეალურ ცხოვრებაში გადატანა თითქმის შეუძლებელი.
ეს ერთერთი იმ მცნებათაგანია, რაც იესომ იქადაგა და რომელიც არა მარტო რელიგურ, არამედ სახარების ფილოსოფიურ ნაწილსაც განეკუთვნება (ჩემი აზრით ბიბლია შედგება რელიგიური მცნებებისგან და ფილოსოფიური ნაწილისგან, სადაც გადმოცემულია თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ჰუმანურად, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რომელიც მგონი ზედმეტიც იყო).
რეალურად ვერავინ ვერ დაიჩემებს, რომ ამ მცნებას ზედმიწევნით ასრულებს, ბევრიც მის ინტერპრეტაციას ახდეს, და თვლის რომ ადამიანმა ბოროტის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს გარკვეულ შემთხვევებში, და გამოდის ისე, რომ ყოველთვის უნდა იბრძოლოს.
მოდით გავშიფროთ ეს მცნება, სინამდვილეში რას ნიშნავს.
რას ნიშნავს მერეს მიშვერა?
|