რუსთავში მომიწია ყოფნამ . ასეთი წვიმა კარგა ხანია არ მინახავს საერთოდ არაფერი ჩანდა
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *

ბოლოს ასე დამთავრდა
* * *
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/21...s-shekhvda.html * * *
ყველაზე მძიმე მდგომარეობა სტიქიის შედეგად ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე იყო, სადაც წყალი ქუჩის პირზე მდებარე მაღაზიებში შევიდა და მათი მეპატრონეები დააზარალა. ქალაქის ცენტრალური ქუჩები წყლისგან სახანძრო და სამაშველო ბრიგადებმა მალევე გაწმინდეს. ამ დროისთვის რუსთავში აღარ წვიმს, თუმცა, არის ძლიერი ქარი.
* * *
წუხანდელი ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ, რუსთავში დილიდან სტაბილური მდგომარეობაა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქალაქს წყალი და ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.
რუსთავის მერის, ზაქარია დარჩიაშვილის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში დატბორილი ცენტრალური ქუჩების გაწმენდას სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე "რუსთავწყალის" თანამშრომლები აწარმოებდნენ. ტრანსპორტის მოძრაობა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე წუხელვე აღდგა. დილიდან კი, მე-7 ა მიკრორაიონის #1 კორპუსსში სახურავის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. კიდევ ერთ კორპუსში კი, მოსახლეობას ფანჯრის მინებს ჩაუსვამენ.
წუხელ ძლიერმა ქარმა მე-7 ა მიკრორაიონის #1 კორპუსს სახურავი ახადა, სახურავის ნარჩენებმა კი, წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მინები ჩაამსხვრია.
სტიქიით დააზრალებული მოსახლეობა წუხელ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. პრემიერი მათ დაზიანებული სახურავის შეკეთებას და დახმარებას დაჰპირდა.
წუხელ რუსთვში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. სეტყვა ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე 20 წუთს გაგრძელდა. ძლიერ წვიმასა და სეტყვას თან ქარიშხალიც ახლდა. ორი საათის განმსვლობაში ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლას რუსთავის მერიის სამსახურები დღეს დილიდან შეუდგნენ.
This post has been edited by Maybach on 20 Aug 2012, 23:06
ის არის ბრძენი ვინც გზას ინათებს, შეცდება, მაგრამ ეძებს სიმართლეს, და ვინც არ არის ამის მსურველი, იცავს
შეცდომას არის სულელი !!!
Hans Theodor Woldsen Storm
LIFE'S TOO SHORT TO DRINK CHEAP BEER !!!
Save Water Drink Beer !!!
"Lovely day for a GUINNESS ''