ქართული ,,პოლიტიკიადა 2016'
( გადმომაქვს ,,ფეისბუქიდან')
მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ,
ანუ ჩემთვის ნახევრად ცარიელი ბოთლი მუდამ ნახევრად სავსეს ნიშნავდა და ნიშნავს,
ანუ გამოუსწორებელი ქართველობა მჭირს.
ალბათ სადღაც, გენებში ებრაულიც მირევია, რადგან კითხვაზე ,,რა გვეშველება?", გონებაკვიმატობის განწყობაზე მოვდივარ, მაგალითად ასე:
საქმე ცუდად რომაა, ყველა ხედავს;
ქოცების და ნაცების - ორივეს მხარში კუნთა ხალხი რომ დგას, ესეც გამოჩნდა;
სხვა პარტიები და პოლიტიკური ძალებიც რომ არ დაიკრეფენ გულზე ხელს ამ მხრივ, ესეც ძალზე სავარაუდოა;
პოლიტიკურ ძალებს საამისოდ ფინანსების გაღებაც რომ მოუხდებათ, არც ამას უნდა დიდი გამოცნობა.
აბა, სპორტსმენ ადამიანს კვება მაინც არ დასჭირდება?
მუქთად იწანწალებს მთელ ქვეყანაში აღმა -დაღმა და დაისისხლიანებს შენთვის თავ- ყბას?
ან სხვას დაასისხლიანებს? თანაც სად- საქართველოში, სადაც ყველა ყველას ბიძაშვილი და ნათელ- მირონია, თუ არა და - მტერი.
ამოცანა გვეკითხება:
როგორ ჩატარდეს არჩევნები მშვიდობიანად და სამართლიანად, ერს არ მოაკლდეს სანახაობა, სპორტსმენებს - საქმე და ლუკმა, ამაოდ არ დაიხარჯოს არავის მიერ სიმწრით მოპოვებული ფინანსები და საბოლოო ჯამში, როგორ გაიხაროს საქართველომ...
აიფონი მიჯდება, ვიდრე ცოტა დაიტენება, წერას ვწყვეტ...
დაელოდეთ გაგრძელებას
გაგრძელება:
ნათქვამი, რომ ,,ყველაფერი გენიალური - მარტივია'', ჩემი მაგალითით ახლავე დატკიცდება:
შემოვდივარ წინადადებით ოკეანის გაღმიდან და იმედი მაქვს, ჩემი გვერდის გამტეხავი, მუდმივად შიგმობოდიალე ,,ადამიანები', რომელთაც ისე შემაჩვიეს თავი, უმათოდ ვირუალურად გამიჭირდებოდა, დაუყოვნებლივ აფრენენ ამ ამბავს იქ, სადაც ხელეწიფებათ და ევალებათ.
გამოტეხით ვიტყვი, ამის ფარული იმედი რომ არ მასულმდგმულებდეს მუდმივად, თუნდაც ჩემი ,,მხიარული რითმების'' დადებისას, ,,ფეისბუქს' ამხელა ძალას ხომ არ შევალევდი!

ვეცდები, ჩემი იდეა ჩამოვაყალიბო, რაც შეიძლება, მოკლედ და გასა(უ)გებრად:
უპირველეს ყოვლისა, გჭირდება არა გერმანული, ამერიკული, რუსული და ა.შ, არამედ ქართული და მხოლოდ ქართული, ჩვენს ფსიქო-სოციალურ სპეციფიკას მორგებული, ორიგინალური, ახალი საარჩევნო კანონი.
საარჩევნო რეგიტრაციის გავლისას თიოეულმა სუბიექტმა უნდა წარადგინოს მხარდამჭერ სპორტსმენთა სია, სპორტული მიმართულების ჩვენებითა და ხელმოწერის ნოტარიალური დამოწმებით.
ასევე, წინასწარი კალკულაცია - სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მოხმარდება მათ დაფინანსებას.( მაგრამ ყველა პარტიისათვის უნდა არსებობდეს ფინანსური ლიმიტი, რომლის გადაჭარბებაც არ შეიძლება, რომ ძალთა დისბალანსი არ შეიქმნას.)
ასე ფორმირდება ქართულ , ეროვნულ ჩემპიონატში, ანუ ,პოლიტიკიადაში' მონაწილეთა გუნდები,.
ამ გზით მაგალითად, ,,პოლიტიკიადა 2016-ში , შეიძლება ერთმანეთს შევარკინოთ. მოჭიდავეთა, მოკრივეთა, რაგბისტთა, ხელშართული ბრძოლოს მიმდევართა გუნდები.
არჩევნებში ძირითადი გამარჯვება რჩება იმ ძალას, ვისი მხარდამჭერი სპორტსმენებიც გუნდურში პირველ ადგილზე გავლენ.
სიტყვა ,,ძირითადი'' აქ შემთხვევით როდი ვახსენე.
ახალი საარჩევნო კანონის მიხედვით, თითოეული ამომრჩეველი წინასწარ ირჩევს, სპორტულ სანახაობაში მიიღოს მონაწილეობა ან მისი მაყურებელი იყოს (ცხადია- უფასოდ და ტრანსპორტირების ხარჯიც კი რომ არ გადაახდევინონ, ისე)
თუ
ურჩევნია, მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს მშვიდ გარემოში, სადაც კანონით მკაცრად აკრძალულია და დასჯადი იმ წლის ,,პოლიტიკიადაში'' რაიმე ფორმით მონაწილე პირის მიახლოება 300 მეტრიანი რადიუსით.
საბოლოო შედეგი გამოიყვანება არჩევნების ამ ორი მხრის შედეგთა შეჯერებით.
ყველა სხვა სასიკეთო შედეგთან ერთად, ეს განავითარებს ინფრასტრუქტურას სპორტულ ობიექტთა მიდამოებში, ასევე გამოაჯანსაღებს ერის აწინდელ და მომავალ თაობასაც.
გაოცდება მსოფლიო და საქართველო გაბრწყინდება!
მა-აშ!
This post has been edited by nino darbaiseli on 23 May 2016, 19:25
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004