#32662823 · 22 Aug 2012, 22:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახმეტაში სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩო ბულისკერია სცემეს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვასილ დაბრუნდაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფი ახმეტაში ერთ-ერთ საწარმოს იღებდა, სადაც, მათი ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ინახებოდა. "ამ დროს საწარმოდან გამოვიდა მეპატრონე და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა. სასტიკად ნაცემია ჩემი ოპერატორი. განადგურებულია ტექნიკა, თუმცა კასეტის გადარჩენა მოვახერხეთ. შემთხვევის ადგილიდან გავიქეცით და ამ დროისთვის ვიმყოფებით ახმეტის საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო დახმარებას აღმოგვიჩენენ. ასევე გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია", - აღნიშნა ვასილ დაბრუნდაშვილმა.
--------------------
ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან (ც)
|