http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ainteresda.htmlეუთო-ს დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შესახებ არასამთავრობოების მოსაზრებებით დაინტერესდა15:07 22-08-2012
ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შესახებ არასამთავრობოების მოსაზრებებით დაინტერესდა .
როგორც ასამბლეის დელეგაციისა და არასამთავრობოების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასაარჩევნოდ "ყურადღება მიაქციოს უფრო ფართო სურათს და არ უნდა გააკეთოს ფოკუსირება კონკრეტულ პროცედურული დარღვევებზე."
"მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ ფართო სურათს და არა კონკრეტულ პროცედურულ დარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სახით თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობისას. მთავარია, მათ დაინახონ ფართო სურათი და ეს ფართო სურათია არა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მხრიდან ოპონენტის დევნა, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ივანიშვილის გუნდი, არამედ ეს არის დიდი ფული, რომელიც ებრძვის პატარა ქართულ სახელმწიფოს. მეორე მხრივ, გვაქვს სუსტი სახელმწიფო, რომელიც ახლა იწყებს განვითარებას და ძალიან უჭირთ გამკლავება ასეთი მასშტაბის ფულთან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობს სწორედ ის პროცედურული დარღვევები, გარკვეული გადაცდომები ბიუროკრატების მხრიდან, რომელსაც აქვს ადგილი.
"ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს მთავარი სურათი", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
მიხეილ თავხელიძემ კი ყურადღება პოლიტიკურ სცენაზე მოთამაშეების დაპირსპირების მეთოდებზე გაამახვილა. მისი თქმით, ისაუბრა, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილ მდგომარეობაზე და ასევე იმაზე, თუ რა ვითარებაში ჩატარდება არჩევნები.
"ჩემი აზრით, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი, იქნება საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ დავბრუნდებით უკან, საბჭოთა რეალობაში. ამ თემებზე ვისაუბრეთ შეხვედრისას", - აღნიშნა მიხეილ თავხელიძემ.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა კოალიცია "ევროპული საქართველოს" ხელმძღვანელი გია ნოდია, რომელმაც სტუმრებს ასევე წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.
This post has been edited by No Regrets on 22 Aug 2012, 16:20