დაგარქვათ ნაკომუნისტარ-"ეროვნულ"-მოქკავშირ-ნაცებო ევროპამ ის სახელი, რაც დაიმსახურეთ, და რისკენაც 8 წელიწადია მიილტვოდით!....

რიკარდო მილიორი - საარჩევნო კამპანიაში ცოტა ლენინიზმია
21:21 22-08-2012
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს , - ამის შესახებ მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიისას მნიშვნელოვანია, პარტიებმა ხალხს თავიანთი პროგრამები და იდეები წარუდგინონ. რიკარდო მილიორის განმარტებით, ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის დუმილი ქართული საზოგადოებისა და საარჩევნო კამპანიის კარგად გაცნობის მიზანმა განაპირობა.
"ჩვენ მნიშვნელოვანი თავგადასავალი გვქონდა ამ ქვეყანაში - ეს არის წინასაარჩევნო მონიტორინგი. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი მომავლისთვის. არჩევნები უნდა იყოს შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი ევროპაში. ეს არის სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების მიზანი. ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია, მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა. ამ საზოგადოებაში არ არის მტრები. მნიშვნელოვანია, პარტიებმა აჩვენონ ხალხს თავიანთი პროგრამები და იდეები. საქართველო მნიშვნელოვანი ერია, მნიშვნელოვანი ადგილი კავკასიაში, დემოკრატიის შუქია და ჩვენ აქ ვართ ამ შუქის ხაზგასასმელად", - განაცხადა რიკარდო მილიორმა და იმედი გამოთქვა, რომ კონკურენტული, ენერგიული საარჩევნო კამპანიისთვის, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
რიკარდო მილიორმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს, რომლებმაც შეხვედრებზე დელეგაციას სხვადასხვა სახის ინფორმაცია მიაწოდეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით თბილისს 20 აგვისტოს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორისი კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს. დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.
იპნ
This post has been edited by forumeli64 on 22 Aug 2012, 22:38
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...