გამარჯობა, მე შემოგთავაზებთ ჩემს მიერ დაწერილ სტატიას ფუტსალის შესახებ.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე გასულმა საქართველოს ნაკრებმა არც თუ ისე კარგი სეზონი ჩაატარა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მას მხოლოდ ბურთები დააკლდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალი იყო რუსეთი-ესპანეთი, რომელიც ესპანელებმა დამაჯერებლად, 1:3 მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფუტსალში გაიმართება 10 მარტს.
მე შევეცდები დაწვრილებით გაგაცნოთ ფუტსალის წესები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სპორტი დიდი პოპულარობით ისარგებლებს ქართველებში, რადგან საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია.
მაშ ასე, დავიწყოთ.
ფუტსალის წესები: მოთამაშეები, მათი აღჭურვილობა და მსაჯის პრივილეგიებითითო გუნდის ძირითად შემადგენლობაში 5 ფეხბურთელია, ნებადართული ცვლილებების რაოდენობა არის 7.
თუ გუნდში დარჩა სამ ფუტსალელზე ნაკლები, მატჩი ჩაშლილად გამოცხადდება.
ფუტსალის მოთამაშის ჩაცმულობა დიდად არაფრით განსხვავდება ფეხბურთელის ჩაცმულობისაგან. მეკარეს აქვს უფლება ჩაიცვას განსხვავებული ფორმა და გრძელი შარვალი.
რაც შეეხება მსაჯს, ის მთელს თამაშს აკონტროლებს და სარგებლობს პრივილეგიებით.
მოედანი 
სტადიონი უნდა იყოს ხისაგან დაფარული და უნდა იყოს 38-42 მეტრი სიგრძეში და დაახლოებით 25 მეტრი სიგანეში. ეს არის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სიდიდე.
რაც შეეხება ჩერის სიმაღლეს, ჭერი უნდა იყოს მინიმუმ 4 მეტრი.
კარის სიგრძე მინიმუმ 2 მეტრი.
კარის ძელი, სიღრმეში 80 სანტიმეტრი.
პენალტის არე, უნდა იყოს საგოლე ხაზიდან 6 მეტრი. არის მეორე ხაზიც საიდანაც დაშორება საგოლე ხაზიდან არის 10 მეტრი. როდესაც მოთამაშე წაიქცევა საჯარიმოში, მაშინ დაინიშნება პენალტი პირველ ხაზთან და როცა დაარღვევს თავისი გუნდი მეექვსეჯერ, მაშინ დაინიშნება მეორე ხაზიდან.
რაც შეეხაბე ჯარიმას, ის მეორე ხაზიდან იქნება მოწოდებული.
მატჩის ხანგრძლივობა ერთი მატჩი შედგება, ორი 20 წუთიანი ტაიმისაგან. შეიძლება დაემატოს დრო და დაარტყა პენალტი ან ჯარიმა, იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ხუთჯერ ან მეტჯერ დაარღვია თამაშის წესი.
ზოგ ჩემპიონატში, სადაც მატჩი არ შეიძლება დასრულდეს ფრედ, იქ გამარჯვებული წყდება სამი მეთოდით:
სტუმრად გატანილი გოლები, დამატებითი დრო და პენალტები.
თამაშის დაწყება და ბურთის თამაშში შეყვანათუ ვინ დაიწყებს თამაშს, ამას მონეტა გადაწყვეტს, თუ ბურთი ან ჭერს მოხვდება, ან რაიმე სადავო ეპიზოდი იქნება, მაშინ მსაჯი ბურთს ააგდებს და ამით ყველაფერი მოგვარდება.
თამაშს წესის დარღვევა თითქმის ყველაფერი ემთხვევა რაც ფეხბურთშია(მოთამაშეზე ხელის კვრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და სხვ.)
ისევე როგორც ფეხბურთში, ფუტსალშიც არის ყვითელი და წითელი ბარათი. ყვითელი აფრთხილებს და წითელი კი თამაშიდან თიშავს.
როდესაც მოთამაშე წითელ ბარათს მიიღებს, ის გადის მოედნიდან და 2 წუთის შემდეგ მისი თანაგუნდელი ცვლის მას.
რაც შეეხება წესებს, სულ ეს იყო, ახლა კი მე შემოგთავაზებთ ტოპ 25 ნაკრებს ფუტსალში.
კაცები
ქალები TOP 10 
ქართველებს გვყავს ძალიან კარგი გუნდი, იბერიასტარის სახით.
ყველა უფლება დაცულია სტატია გადმოღებულია ყველა უფლების დაცვით.
www.sportblog.ge
...