„სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო არმიამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთში „ტერაქტების განახლებით“ იმუქრებიან - წერს MIGnews.com.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხედრო ინტერვენციის ნებისმიერი მცდელობა, ირიბი ან პირდაპირი დარღვევა სირიაში სომხეთის დიასპორის უსაფრთხოებისა და სტატუსისა, მკაცრ კონტრ-ზომებს წააწყდება“.
„სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო არმია“ აქტიურად მოქმედებდა 70-იან 80-იან წლებში და მის ანგარიშზე 40 მოკლული თურქი დიპლომატია - აზუსუტებს სააგენტო.
დაახლოებით 2 ათასი სომეხი გაიქცა სირიიდან სამშობლოში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო.
http://internet.ge/index.php?l=GE&m=7&sm=0&ID=9771