feliqs Ajax 1900stelss93ElGeorgiaკი, გეთანხმებით რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია რაც გვჭირს. იმიტომ რომ ქართველებს საქართველო ფეხებზე კიდიათ (ალბათ ერთადერთი ერი ვართ პლანეტაზე, რომელმაც საკუთარი თავის შესახებ არაფერი იცის და არც აინტერესებს!!!).
თუმცა ამ შემთხვევაში სხვა მომენტებიც არის. მე რამდენადაც ვიცი თურქეთმა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს თუ კონფესიებს ქონება ჩამოართვა 30_იან წლებში და ალბათ საუბარია ქონების იმათთვის დაბრუნებაზე, ვისაც ჩამოერთვათ, მაშინ კი ქრისტიანი ქართველები არც ცხოვრობდნენ იქ და არ ფლობდნენ ეკლესიებს. ანუ რაღაც იურიდიული საფუძველი უნდა არსებობდეს იმისთვის რომ ეკლესიები დავიბრუნოთ (თუმცა ასეც რომ იყოს, ჩვენი ანტიეროვნული "მთავრობა" ამას არ გააკეთებს!).
არის კიდევ ერთი მომენტი, თუ არ ვცდები, თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები უნდა დაუბრუნდეთ იმ ერებს, რომლებსაც ისინი ეკუთვნის. ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ ჩვენც შეგვიძლია ამ ტაძრების დაბრუნება.
თუმცა ეს ყველაფერი დაზუსტებას საჭიროებს.
კიდევ ერთი ამბავი, ველაპარაკე მე თურქეთის წარმომადგენელს და მან მითხრა რომ იშხანი უნდა აღდგეს (ზემოთ სურათიც ხომ დავდე), ხოლო ოშკის აღდგენის (თუ რესტავრაციის) პროექტის მომზადება მალე დაიწყება. უცნაური სიტუაციაა, იმიტომ რომ ოშკს სჭირდება სასწრაფოდ შველა, ესენი კი ჯერ იშხანზე ლაპარაკობენ. თუმცა ჩვენს პირობებში ესეც დიდი რამეა.
P.S
დოლისყანის პატარა ნაწილი ჩამოინგრა. იმედი მაქვს რამე სერიოზულ გავლენას არ იქონიებს ტაძრის საერთო მდგომარეობაზე
This post has been edited by ooooo3333 on 7 Sep 2012, 10:37