არავინ არ გასწირა - სამაგალითო დასჯაა

აი, იმის პონტში - რუსთავში ნაციოანლების სახელით თხა (თუ ცხვარი) და დეკალიტრი ღვინო რომ აჩუქეს მოსახლეობას, და მერე "დასაჯეს". мелкая рыбёшка...
* * *
"ნაციონალური მოძრაობის" 5 შემომწირველის ქონებას ყადაღა დაედო
09:29 28-08-2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უკანონო შემომწირველების მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თაობაზე . ამის შესახებ ნათქვამია "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთი შემომწირველი პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები ჩაითვალა უკანონო შემოწირულობად და სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის (1.575.000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო მათ ქონებას.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
2. პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის" შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულების შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს წინადადებით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკანონოდ მიჩნეული თანხები დაუბრუნოს შემოწირულების განმხორციელებელ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში"-ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...agha-daedo.htmlა კიდო... ცირკია, რა
This post has been edited by Sonya on 28 Aug 2012, 10:02
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.