#32746760 · 28 Aug 2012, 22:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | კურორტ საირმის სიმბოლურ ფასად მყიდველ პარლამენტარს სახელმწიფო ფონდმა 1 მილიონი ლარის სესხი მისცა საპრივატიზაციო პირობის შესასრულებლად. ამას გარდა, საირმის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავრობამ დამატებით 5.5 მილიონი ლარი მიმართა. აქვს თუ არა ამ თანხებს რაიმე კავშირი პრეზიდენტის ოჯახთან, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მამასთან, რომელსაც საირმეში დამსვენებლები კურორტის მფლობელად იცნობენ?
სს “საპარტნიორო ფონდი”, რომელმაც მიმდინარე წლის 7 ივნისს თემურ კოხოძის “საირმის განვითარების კომპანიას” 1 მილიონი ლარის სესხი გამოუყო, პრეზიდენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.
ფონდის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა და მასში ინვესტირებულია “საქართველოს რკინიგზის”, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” აქციების 100%, ასევე, „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,529%.
... ფონდს საქართველოს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ხელმძღვანელობენ.
„სახელმწიფო არაფერ შუაშია. ჩვენ ვართ ფონდი, რომელიც მშენებლობაში იღებს მონაწილეობას და რომელიც გასცემს სესხს სამშენებლო სამუშაოების ნაწილის დასაფინანსებლად,“- ამბობს ფონდის წარმომადგენელი ნატალია მერაბიშვილი "ნეტგაზეთთან" საუბარში.
|
ვინ იფიქრებდა, რომ ასლან აბაშიძის მსგავსად, რომელიც შლაგბაუმით ეგებებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასულ სტუმრებს მდინარე ჩოლოქზე ანალოგიური შლაგბაუმი საქართველოს განთქმულ, აწ უკვე ვიღაცის მიერ მიპრივატიზებულ საირმის საკურორტო კომპლექსის შესასვლელშიც დაიდგმებოდა, სადაც მკაცრი გამომეტყველების წითელგალსტუკიანი დაცვის ბიჭი შეგაჩერებთ და შეგეკიხებათ - "სად მიდიხარ?!"
ვისია საირმე ბრატცი? კაი გაკეთებული კია...
|