საქართველოს სკოლებში რელიგიური სიმბოლიკა შეზღუდულია
საინტერესოა იტალიის მაგალითი და სტრასბურგის სასამართლოს მიდგომა
http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/jvarcma.pdfსაქმე ეხებოდა იტალიის საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში ჯვარცმის
გამოსახულების განთავსებას, რომელიც აპლიკანტების მოსაზრებით,
შეუსაბამო იყო განათლების მიღებასა და სწავლებასთან დაკავშირებით
სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთა
განხორციელებისას პატივი უნდა მიეგოს მშობელთა უფლებებსაც მათი
რელიგიური კუთვნილებისა და ფილოსოფიური მოსაზრებებიდან
გამომდინარე.
2002 წლის 22 აპრილს, სკოლის ხელმძღვანელობასთან გამართული
შეხვედრისას, ქალბატონი ლაუცის მეუღლემ წამოჭრა საკითხი საკლასო
ოთახებში რელიგიური სიმბოლიკის განთავსების გამო, განსაკუთრებით
ხაზი გაუსვა ჯვარცმის გამოსახულებებს და იკითხა, შესაძლებელი იყო
თუ არა მათი ჩამოხსნა. სკოლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება,
რომლის თანახმადაც რელიგიური სიმბოლოები უნდა დარჩენილიყო
კლასებში, ქალბატონმა ლაუციმ გაასაჩივრა ვენეტოს ადმინისტრაციულ
სასამართლოში 2002 წლის 23 ივლისს და აღნიშნა, რომ ასეთი
გადაწყვეტილებით ირღვეოდა სეკულარიზმის პრინციპი.
2005 წლის 17 მარტს, ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარყო
ქალბატონი ლაუცის სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო
სამეფო დეკრეტების ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო და ჯვარცმის
გამოსახულების არსებობა სახელმწიფო სკოლების საკლასო ოთახებში, არ
არღვევდა სახელმწიფოს სეკულარიზმის პრინციპებს, რომელიც
წარმოადგენდა `ევროპისა და დასავლური დემოკრატიების სამართლებრივი
მემკვიდრეობის ნაწილს~. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება
გაამახვილა იმაზე, რომ ჯვარცმის გამოსახულება ზოგადად იყო
ქრისტიანობის გამომხატველი და არა მხოლოდ ცალკე კათოლიციზმის.
ჯვარცმის გამოსახულება იყო ისტორიული და კულტურული სიმბოლო და
წარმოადგენდა `იდენტურობასთან ასოცირებულ ღირებულებას~ იტალიელი
ხალხისათვის და ის ასევე უნდა მოვიაზროთ, როგორც იტალიური
კონსტიტუციის ფუნდამენტური სისტემის ღირებულების სიმბოლოდ.
იტალიის მთავრობამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სკოლების საკლასო
ოთახებში ჯვარცმის გამოსახულების განთავსება ახლა უკვე ტრადიციაა,
რომელსაც ისინი განიხილავენ იმდენად მნიშვნელოვნად, რომ სამუდამოდ
უნდა დაამკვიდრონ. მათ დაამატეს, რომ მიუხედავად რელიგიური
მნიშვნელობისა, ჯვარცმის გამოსახულება სიმბოლოა იმ პრინციპებისა და
ღირებულებებისა, რომელმაც ჩამოაყალიბა დასავლური ცივილიზაციისა და
დემოკრატიულობის საფუძვლები და რომ მისი საკლასო ოთახებში
განთავსება სამართლებრივად გამართლებული იყო ამის გათვალისწინებით.
სასამართლო დაეყრდნო
თავის ადრეულ პრეცედენტებს,
რომლებშიც დადგინდა, რომ რაც შეეხება
ერთი რელიგიის ზეაღმატებულობას სახელმწიფოს ისტორიის
გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ სკოლის პროგრამა ამას ანიჭებდა
უპირატეს მნიშვნელობას, ვიდრე სხვა რელიგიებს, თავის მხრივ არ უნდა
განიხილებოდეს, როგორც პროპაგანდის პროცესი.
http://www.patriarchia.ru/db/text/1433483.html«Дело о распятиях в школе»: победа здравого смысла
правительства государств ― членов Совета Европы: Армении, Болгарии, России, Греции, Литвы, Мальты, Монако и Сан-Марино (эти правительства не только представили свое мнение в письменном виде, но и коллективно участвовали в самом слушании через своего представителя).
http://en.wikipedia.org/wiki/Lautsi_v._Italy This post has been edited by bochormeli on 28 Aug 2012, 07:24