
გამარჯობათ ძვირფასო ფორუმელებო.
მინდა გაცნობოთ რომ ამა წლის სექტემბრის შუარიცხვებში პირველად
ტარდება ტურნირი თევზაობის ერთერთ სახეობაში - ფიდერში.რაც შეეხება უშუალოდ ტურნირის სპეციფიკას, მას მიეცემა შემდეგი სახე:
1. ტურნირის სახელწოდება - "2012 წლის კლუბთაშორისი პირველობა ფიდერით თევზჭერაში".
2. ტურნირს ექნება პირადი პირველობის სახე.
3. ტურნირი ჩატარდება წელიწადში ერთხელ ყოველწლიურად.
4. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.
წელს ტურნირი ჩატარდება სამოყვარულო დონეზე, თუმცა დროთა განმავლობაში მას მიეცემა სპორტული შეჯიბრის სახე და შესაბამისად გამკაცრდება წესებიც.
2012 წლის ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:
1. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
2. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.
3. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე და ერთი დამხმარე პირი. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).
4. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.
5. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
6. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.
7. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერული ტიპის მონტაჟი, მათ შორის მეთოდ-ფიდერიც (ეს წესი დროთა განმავლობაში გამკაცრდება).
8. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით.
9. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.
10. დაჭერილი თევზის მოსათავზებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი ბადისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
11. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს (ნუ მცირე გამონაკლისის გარდა )
ტურნირი ჩატარტდება სავარაუდოდ წალკის წყალსაცავზე, 12-დან 20 სექტემბრამდე რომელიმე შაბათ-კვირას.
ტურნირზე უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფორუმებს:
http://fisher.ge/index.php?showtopic=1006&st=180http://club-monadire.ge/index.php?showtopi...t=0entry23484რაც შეეხება თვითონ ფიდერით თევზაობას, ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ ქართულ ენაზე:
http://fisher.ge/index.php?showforum=8http://fisher.ge/index.php?showtopic=285&st=0&start=0