გამარჯობა, ალბათ კარგი თემა გავხსენი

მგონი მარტო მე არ მაინტერესებს ესეთი რამეები

ესე იგი რაშია საქმე:
მაქვს ყველა საჭირო პროგრამა ჩაწერილი, რაც კი შეიძლება საჭირო იყოს:
AutoCAD 2013
AutoCAD Architecture 2013
Autodesk Revit 2013 (ყველანაირი: Architecture, structure......)
3ds Max 2013
3ds Max design 2013
ArchiCAD 15 (16-იც)
Inventor Professional 2013
(თუ კიდე სხვა პროგრამა გახდა საჭირო, არც ეგ იქნება პრობლემა)
მოკლედ, ყველა ჩამოთვლილ პროგრამაში ასე თუ ისე ვმუშაობ, მინდა შენობის დიზაინის სწავლა. თვითონ შენობის აგება ვისწავლე, მაგრამ ვიზუალიზაციაზე რომ მივედი, მანდ გავიჭედე. ვერცერთ პროგრამაში ვერ ვნახე ავეჯის, ექსტერიერის და სხვადასხვა წვრილმანი 3D მოდელები რომლებიც გამოდგება ფოტორეალისტური რენდერისთვის. არქიკადში თითქოს ყველაფერიაო, მაგრამ სახლის დიზაინი რომ ნამდვილს გავდეს მასეთი ნაკლებად.
ამიტომ მჭიდება უკვე გამზადებული ინტერიერ-ექსტერიერის საგნების 3D მოდელები ან ბიბლიოთეკები ან რამე მაგდაგვარი რომ დიზაინი შევქმნა. რამე საიტი, ან სადმე რამე კოლექცია ასეთი რამეების ნაკრებისა ხომ არ გეგულებათ?
დიდი მადლობა...
This post has been edited by Flasher on 13 Sep 2012, 12:31