ამ ფორუმზე ალბათ ბევრს გახსოვთ "ნორჩი მიშისტის გზამკვლევი", ჩემთვის მოულოდნელად (ვგულისხმობ იმას, რომ როცა ამ "ნაშრომს" ვქმნიდი, არანაირად არ ვფიქრობდი თუ ასეთ აღიარებას მოიპოვებდა),საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არაერთ ვებგვერდზე და ზოგ ჟურნალშიც კი დაიბეჭდა გარკვეული ვარიაციებით, მაგრამ
ის, რაც დღეს ვნახე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ამიტომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ და უკომენტაროდ არ შემოგთავაზოთ
მაშ ასე, მოემზადეთ!!!
==========================
პასუხი კითხვებზე
სახლი როცა გაიყოფა, მას მყარად დგომა არ შეუძლია.
აბრაამ ლინკოლნი- აშშ-ს მე-16 პრეზიდენტი
ქართულ ,,ბაბაჯანას’’ საიტზე BBMW-ნიკით გამოქვეყნდა 22 კითხვა, ეს ისეთი შეკითხვებია, რომ პასუხადაც არ ღირდა, რომ არა ავტორის მიერ ყველა სტატიასა თუ კომენტარზე მისი შემოჩეჩება. ალბათ ავტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხები და ამიტომ გადავწყვიტე პასუხი გამეცა. ეს კითხვები ირონიულ ტონს შეიცავს, მაგრამ მათზე სერიოზულ პასუხს მიიღებს.
1..ბატონი პრეზიდენტი უპირველესია.
ბიბლია თავი 13-1:დაე ყოველი სული უზენაესთ ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან. ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.[B1. ამიტომ ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონ მოიწევენ სასჯელს.][/B]
2. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედდათვის არის საშიშნი. შენ გინდა არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.3. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოთ, მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.4. ამიტომაც გმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისითაც.2.. ბატონი პრეზიდენტი ყოველთვის მართალია.
დიახ, რადგან იმავე ბიბლიით სახელმწიფო მმართველი მხოლოდ ღვთის წინაშე აგებს პასუხს, როგორც ჩვენი ღვთის მსახურები, რადგანას ისინი ღვთისაგან ხელდებულები არიან.3.. ბატონი პრეზიდენტი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის გარანტი და ერთადერთი ხსნაა.
ნამდვილად, რომ არა ეს ძმათა გათიშულობა, მტრობა და სიძულვილი ერთმანეთის მიმართ, საქართველო უფრო ძლიერი და მყარი სახელმწიფო იქნება, რომელიც ყოველთვის გაუმკლავდება გარეშე მტერს. გათიშულობა სახელმწიფოს ასუსტებს, ამიტომ მოგიწოდებთ პრეზიდენტი ერთიანობისა და თანადგომისაკენ.4..ბატონი პრეზიდენტის ზრახვები და აზრები წმინდათა წმინდაა და არ გაბედო ეჭვის შეტანა მათში, არც სხვებს დაანებო ეს.
ამ კითხვის პასუხი წინა სამი კითხვის პასუხია.5..ბატონი პრეზიდენტის თანაგუნდელები წესიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ხალხია… უკლებლივ ყველა.
ძნელია ადამიანის შეცნობა, ვერც ჩვენ, უბრალო ხალხი ვერ წარმოვიდგენდით, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასე აიხდიდნენ ნიღაბს და უკვე უსირცხვილოდ, ყოველგვარი სინდისის გარეშე, აშკარად გამოხატავდნენ ღალატს, გაურიგდებოდნენ მტერს, რომელიც დღესაც შეიარაღებული დგას მის მიერ ოკუპირებულ მიწაზე, ფეხქვეშ გაეგებოდნენ, რომ რუსეთმა მოახდინოს საქართველოს სრული ოკუპაცია, გადაწვას და გაანადგუროს საქართველო, დახოცოს ქართველი პატრიოტები, ოღონდ ის ერთი პიროვნება მოსპონ, რომელიც ქართველმა ხალხმა კანონიერად აირჩია. ისინი ზუსტად ნიღბებით შევიდნენ პარლამენტში და არაა გამორიცხული მასეთი ნიღბიანი რამდენიმე შადიმანი კიდე იყოს იქ ჩასაფრებული და ელოდეს თავის დროს, ამას დრო გვიჩვენებს.6..ბატონი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში უმამაცესი და უნიჭიერესი მთავარსარდალია.
და მაინც მხოლოდ მამაცს შეეძლო წინ აღდგომოდა დიდი რუსეთის ბოროტ იმპერიას, მხოლოდ მამაცსა და გულადს შეეძლო მსოფლიოსათვის დაენახვებინა რუსეთისა და პუტინის ნამდვილი სახე, და თუ დღემდე პუტინიც ნიღბით დადიოდა, სააკაშვილმა ჩამოხსნა ეს ნიღაბი და უნიღბო პუტინი უკვე აშკარად დაუპირისპირდა მსოფლიოს.პრეზიდენტი მტრის ტყვიას გაექცა? ასეც უნდა მომხდარიყო, ჩვენ ცოცხალი პრეზიდენტი გვჭირდება და მას არ ჰქონდა უფლება ტყვიისათვის მკერდი მიეშვირა, მაშინ ასე იტყოდით სულელი იყო და სულელურად მოიკლა თავიო და თქვენისთანების გულს გაახარებდა.[/B]
(
უკაცრავად, აქ თავი ვეღარ შევიკავე )
7.. საქართველომ რუსეთს ომი მოუგო.
[B]საქართველოს რუსეთისათვის ომი არასოდეს გამოუცხადებია, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა სეპარატისტების მიერ ყოველდღიური საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა და ქართველთა მკვლელობები შეეჩერებინა. რუსეთი თვითნებურად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე საომრად, რისთვისაც მსოფლიოს რისხვა და სიძულვილი დაიმსახურა. მსოფლიო გვერდით დაგვიდგა, მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ქვეყანამ, ამერიკამაც. დიახ, პუტინი გაბოროტებულია იმითაც, რომ მსოფლიო ამერიკას ლიდერად ასახელებს, პუტინს კი მსოფლიოზე ბატონობა ძალადობითა და სისხლისღვრით სურს. დიახ ეს ჩვენი გამარჯვებაა, რომ ხალხმა დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე, ხოლო ფიზიკურად ჩვენ ომი არც დაგვიწყია რუსეთთან და ვერც დავიწყებდით, ვინაიდან ის ჩვენზე მეტი ძლიერი და დიდი ქვეყანაა. ტერიტორიები წაგვართვა, მაგრამ ვერ დაგვაჩოქა, ზოგიერთი მოღალატეების მეტი, რომლებიც მუხლზე ჩოქვით ეახლებიან და საქართველოს მთლიან განადგურებას სთხოვენ.8..საქართველოში ბიზნესის კეთება ყველაზე ადვილია (თითქმის).
და ესეც მართალია, თუ ბიზნესი გამჭირვალეა, სახელმწიფოს გადასახადებს უხდი დროულად და ცხვირს არ ყოფ სახელმწიფო საქმეებში, შენი საქმითა ხარ დაკავებული, არც არავინ გერჩის.9.. ბათუმი – ბარსელონაა (ჰა, ჰა მონაკოზე ნაკლებს არ დათანხმდე დებატებში).
ამ კითხვის აზრი ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ ვეცდები პასუხი გაგცე. ცოდვათ არ ითვლება, ძლიერ და ლამაზ სახელმწიფოს შეეჯიბრო შენებასა და სილამაზეში. მთელი 70 წელი საბჭოთა კავშირს ჰქონდა დევიზი ,,დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს” და რომ ,,ვერ შესწვდა კატა ძეხვსა” და მხოლოდ ,,ადგილზე ნაბიჯით იარ” გამოდიოდა, ამოიღეს ეს ლოზუნგი და თუ შენ ბრმა არა ხარ, უნდა ხედავდე, რომ ბათუმში ძვრებია, გადიდდა და გალამაზდა Bბათუმი, მიდის შენება, ასე რომ, დრო მოვა და იქნება ბარსელონაც უკან ჩამოვიტოვოთ, რომ არა შადიმანთა მცდელობა, უკან დასწიონ საქართველოს წინსვლა.
10..საქართველოში ყოველ წელს უპრეცედენტო ინვენსტიციები შემოდის (წინა წლებთან შედარებით რასაკვირველია, მაგრამ ეს ხომ წვრილმანია, არც იმაზე იდარდო, რომ კაცმა არ იცის ეს ინვენსტიციები მერე სად მიდის, მიაწექი პირველ ჩვენებას).
ამ კითხვების ავტორი საიტზე სხვას შეურაცხყოფს და უწუნებს შეგნებას. ინვენსტიციები ქვეყანაში შემოაქვს სხვა ქვეყნის ბიზნესმენსა და მილიონერს, რომელიც ცდილობს გააფართოვოს ბიზნესი და მოგება ნახოს, ის იხდის დადგენილ გადასახადს და სამუშაოზე ასაქმებს მოსახლეობას. ის თვით აკონტროლებს თავის თანხას და ვერავინ შეძლებს მისი თანხების მითვისებას. ეს ფული მისი საკუთრებაა და სხვას ჯიბეში არ ჩაუდებს.11.. ქართველი ხალხი ბედნიერია შუქით, გაზით, გზებით და შადრევნებით. (მერე რა რომ პირველი ორის გადასახდელი ფული არ ჰყოფნით. მთავარია ხო აქვთ...…იდეაში).
როგორ მიგაჩნიათ ხალხი ათეული წლები, რომ სიბნელეში და სიცივეში ცხოვრობდნენ უფრო ბედნიერები იყვნენ? იცი მაინც რა ღირდა ერთი მანქანა შეშა. რომელიც ერთ ზამთარსაც არ გყოფნიდა და პენსია 6-დან 12 ლარამდე გქონდა? ამ პრობლემას შენამდე არ მოუღწევია? დიახ იყვნენ პირები, ვისაც ყველაფერი ქონდათ ამ გაჭირვებული ხალხის ზურგზე ჯდომით, თუ დენი არა, ეგრეთწოდებული ,,დვიჟოკები” ედგათ, მაგრამ კითხეთ ამ გაჭირვებულ ხალხს თუ არ უხარიათ დღეს დენი და გაზი, რომლებიც მაშინაც თანახმა იყვნენ ის 6 და 12 ლარი გადაეხადათ და სინათლე და გაზი ქონოდათ. დღეს სახელმწიფომ აპატია ხალხს ძველი გადაუხდელი თანხები, იქამდე შევარდნაძის პერიოდის დავალიანებები გაუუქმა. Aახალ წელს თითქმის მთელი საქართველი ქუჩაში შეხვდა, უხაროდათ სინათლე, შადრევნები, სილამაზე და გართობა. რატომ გაბოროტებთ სხვისი ბედნიერება? სჯობდა შევარდნაძის მსგავსად სააკაშვილსაც ხალხი სიბნელეში ყავდეს და დენს საზღვარგარეთ ყიდდეს?
12.. საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება.
საქართველო 2000 წელზე მეტი ხნის ქვეყანაა თავისი ისტორიითა და კულტურით. იყო წლები, რომელიც ხალხს ნამდვილად სურს ამოშალოს მეხსიერებიდან, ძმათა ომი, სიბნელე, სიცივე, შიმშილი, არაადამიანური ცხოვრება, რომელსაც 2003 წელს დაესვა წერტილი. ხელისუფლება ცდილობს უკეთესობისაკენ წარმართოს ხალხის ცხოვრება, რომელთაც მოწინააღმდეგენი ჰყავს და რომლებიც ცდილობენ იმ განუკითხაობის მობრუნებას. (

ვერც აქ

)
13.. თუ ვინმე გიმტკიცებს საწინააღმდეგოს და არგუმენტები არ გყოფნის, ჰკითხე ,,აბა გრეჩიხა ჯობდა?”
როცა ადამიანს დღეზე უმტკიცებ, რომ ღამეა, რა თქმა უნდა ბრმის მეტი ვერავინ დაგიჯერებს. ხალხი ათეული წლები ცხოვრობდა სიბნელეში, მაგრამ გონება არ დაბნელებიათ. ისინი ხედავენ ,,სინათლეს გვირაბის ბოლოს”. დიახ მათ ჯერავთ და სწამთ, რომ ეს ხელისუფლება დამსახურებულად არის სათავეში და ხალხს ემსახურება. ეს დენი, გაზი, შენება, შადრევნებიც საჭიროა. თქვენ ხალხად და ქართველებად მარტო თბილისელებს თვლით და შენ წარმოიდგინე საქართველო მარტო თბილისი არაა და ეს პრეზიდენტი ზუსტად იმ სოფლებსა და რაიონებში აირჩიეს. რომელ ,,გრეჩიხას” ახსენებ, ვინც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი სააკაშვილს დააბრალა თუ მის ძმას, რომელსაც ხელისუფლებაში ძმის მოსვლა იმიტომ უნდა, რომ რაღაც ,,50 მილიონი იშოვნოს, ღორი კი არაა, დანარჩენს ხალხს დაურიგებს”, რომელია შენი რჩეული?
14.თუ მე-13 პუნქტმა არ გაჭრა, აუცილებლად გაიხსენე, რომ ქართველები ყველა უვარგისები ვართ და ხელისუფლება კარგი საიდან მოვიდოდა?
ნამდვილად ძნელია ამ კითხვებიდან აზრი გამოიტანო. ქართველები უვარგისები არასოდეს ვყოფიოლვართ და ეს ჩვენმა ისტორიამ დაასაბუთა, თორემ მტრებით გარშემორტყმული ეს პატარა სახელმწიფო ვერ გაუძლებდა ამდენ ტანჯვას. საერთო მტრის წინაშე ქართველები ყოველთვის ერთიანდებოდნენ. კომუნისტურმა წყობამ ბევრი ქართველი გადააჯიშა და გააზარმაცა. მექრთამეობასა და უშრომელ შემოსავალს მიაჩვია. თუ მაღაზიის გამყიდველს 5 კაპიკისათვის იჭერდნენ, თვით კომუნისტები ათი ათასობით ქრთამებს იჯიბავდნენ და დღეს ძნელია ეს გადაჯიშებული ხალხი და მათი ნაშიერები პატიოსან შრომას მიაჩვიო. დიახ, ასეთი ქართველები არიან უვარგისები და ოცნებობენ კომუნისტური წყობის მობრუნებაზე, ეს უნდა პუტინსაც, ამიტომ ნახულობენ საერთო ენას ერთმანეთში და ამიტომ კაპიკების სანაცვლოდ ჰყიდიან საქართველოს მტერზე, თორემ პატიოსანი გლეხი და მუშა ქუჩაში არ დგას და ხელისუფლების შეცვლას არ ითხოვს, მისი ხელისუფლება და ცხოვრება მის ხელებსა და შრომაშია. დღეს საქართველოს ღირსეული ხელისუფლება ჰყავს და ვისურვებდი ასე ხალხის ხელისუფლება ყოფილიყვეს სულ სათავეში.
15.. მუდამ გახსოვდეს,რომ საქართველოში კარგი კადრების საშინელი დეფიციტია, ამიტომ ხელისუფლება მათგან საუკეთესოებს ირჩევს და ეს ნაკლები ბოროტების პრინციპია მხოლოდ.
საქართველოს კარგი კადრები ჰყავს, მაგრამ არავის უნდა დღეს თავისი პროფესია თავისი განხრით მოახმაროს ხალხს. დაინახეს, რომ თუ პარტიას დააარსებ, დაფინანსებას მთავრობიდან მიიღებ, რა თუ იყვირებ, უკვე საქართველოს მტერიც გაფინანსებს, თუ ნამეტანს იზავ, იქნებ მერობასა და პრეზიდენტობასაც გამოჰკრა ხელი, რას კარგავ? არაფერს, პირიქით გაქვს უშრომელი შემოსავალი, ამიტომ ყველას პოლიტიკაში უნდათ შეძრომა, თორემ რა საპოლიტიკოსოა ვიღაც ჭყოიძე?, დავითაშვილი, ძიძიგური, ზურაბაშვილი და ბესელია, რომელსაც კრიმინალები შემოელია და საკუთარი შვილი და ძმა გააკრიმინალა? ნოღაიდელი ,,დაღლილი ვირი” რომელსაც ხალხის აზრი ფეხებზე კიდია და მარტო პუტინის იმედი აქვს, ,,გრეჩიხები”? დიახ პრეზიდენტს უნდა ჰყავდეს თავისი გუნდი, რომლების დაეხმარებიან დასახული მიზნის მიღწევაში. ასეა ყველა ქვეყანაში, ბუშს მისი გუნდი ყავდა, ობამას მისი ჰყავს, პუტინს მედვედევი და დუმა, სარკოზიხ მისი. ესეც პოლიტიკის ნაწილია.
16.. ვინც არ გეთანხმება და ბედავს ხელისუფლების კრიტიკას, რუსეთის აგენტი ან სულ მცირე რუსეთუმეა.
ამ შეკითხვას პასუხიც გაცემული აქვს. როცა ხედავ, რომ რუსის ჯარი შენს ტერიტორიაზეა შეიარაღებული და ცდილობს ისევ ომში ჩაითრიოს საქართველო და შენ ქართველი ამ დროს ქუჩაში დგეხარ და მოითხოვ ხელისუფლების შეცვლას, რომელსაც რუსეთის მონობა არ უნდა და თავისუფლებას ირჩევს, შენ კი რუსეთის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია და ცდილობ რუსეთმა მთლიანად დაიპყროს საქართველო, რა გქვია შენ?
17.. თუ მაინც და მაინც მავანმა არგუმენტები დაგიდო ხელისუფლების საწინააღმდეგოთ, რომ ქვას გახეთქავს, ნუ დაგავიწყდება, რომ შენი სამშობლო რუსეთს ესაზღვრება და თბილისიდანაც 40 კილომეტრში რუსი ჯარი დგას (თუ გკითხეს, ეგ როგორ მოხდაო, გაიხსენე მე-7 პუნქტი).
ამ კითხვასაც პასუხი გაცებილი აქვს თავისთავად. თუ არგუმენტები გაქვს ხელისუფლების საწინააღმდეგო (რაშიც ეჭვი მეპარება, რამდენადაც შენ არა ხარ იმ დონის პიროვნება, რომ რაღაც სენსაციური მასალა გქონდეს), მაგრამ პასუხი გაცემული გაქვს თავად, როცა ხედავ, რომ 40 კმ-ში შეიარაღებული მტერი დგას და დორბლმორეული შემოგჩერებია, როდის დაიწყებ არეულობას, რომ დახმარების საბაბით შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დროს უნდა დუმდე, არჩევნები არის ერთადერთი გზა თქვა ეს არგუმენტები და დაარწმუნო ხალხი, რომ საჭიროა პრეზიდენტის შეცვლა, უნდა დაიცვა კონსტიტუცია და კანონი , ამით კი შენს ქვეყანასაც დაიცავ.18.. ოპოზიცია ქვეყნის მტერია.
ოპოზიცია ნამდვილად არაა ქვეყნის მტერი. ოპოზიცია ხელისუფლებას შეცდომებზე მიუთითებს, ის საჭიროც კია, მაგრამ დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერია.არცერთი მათგანი არასოდეს არ უდგას გვერდით ხალხს, არცერთს არაფერი სიკეთე არ გაუკეთებია საქართველოსათვის, დღეს კი აშკარად გაურიგდნენ მტრებს განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ დაუთმონ მთლიანი საქართველო.
19.. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ის უნდა გაეყალბებინათ (აბა მტრებს ხომ არ შეუშვებდით პარლამენტში?)
არჩევნებში 92%-ით გაიმარჯვა სააკაშვილმა, ყოველგვარი გაყალბების გარეშე. სკამების მოყვარულებმა კი 6 თვეში მოითხოვეს მისი გადადგომა და ხელახალი არჩევნები. რამდენი პროცენტი უნდა გაეყალბებინა სააკაშვილს. კიდე ვიმეორებ, თქვენ საქართველო მარტო თბილისი გგონიათ და ძალიანაც ცდებით, 5 მილიონიან საქართველოში, თბილისში მარტო 1 მილიონი ცხოვრობს, დანარჩენები რეგიონებში. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იტანს ოპოზიციას, რაც დაადასტურა ზუგდიდის, ქუთაისის და სხვა ქალაქების მოსახლეობამ. ასე რომ ეს ხელისუფლება კანონიერია 2013 წლამდე და კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ კანონსა და ხალხის სურვილს.
20..ქართველები დემოკრატიის ღირსნი არა ვართ და ბატონი პრეზიდენტი ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენთვის.
ქართველი ხალხი მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, უცხოს გულში ჩავიკრავთ და ჩვენიანად მივიღებთ. Aამიტომაა ამდენი სხვადასხვა ერის წარმომადგენლები საქართველოში კარგად გრძნობენ თავს და ესეც დემოკრატიის გამოვლინებაა. ზოგიერთებს (მაგალითები სახეზეა) დემოკრატია ხელისუფლების ლანძღვა, ქუჩებში გამოსვლა, ძალადობა და სისხლისღვრა ჰგონია, ასეთები ნამდვილად არ არიან დემოკრატიის ღირსნი, მათ მხოლოდ პუტინისთანა პრეზიდენტი სჭირდებათ, რომელიც ძალადობით ახრჩობს ოპოზიციის ხმას. მასეთებისათვის სააკაშვილი ზედმეტი ფუფუნებაა.
21.. ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, ის დაბოღმილი და გესლიანია, დიდი ალბათობით შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკია, მებაჟე ან გაიშნიკი, შეიძლება ქურდი ან კაი ბიჭიცაა, რომელსაც სისხლი გაუშრო ბატონმა პრეზიდენტმა და ლუკმა წაგლიჯა.
შენ თვითონ გადახედე ამ რადიკალური ოპოზიციის სახეებს და გამოიტანე დასკვნა, რა უნდათ მათ? საქართველოს კეთილდღეობა? როგორ, რუსეთზე დამონებით? კომუნისტური და განუკითხაობის პერიოდის დაბრუნებით? განა ისინი ვერ ხედავეს ცვლილებებს უკეთესობისაკენ? ხედავენ და ეს აბოროტებთ. შეხედე რამდენი მერობისა და პრეზიდენტობის კანდიდატია. სანამ უნდა იჭიდაონ ამ სკამებისათვის? Yვინ ჯერდება ნაკლებს? ყველას სკამი უნდა ვერ ხედავთ. ყველა ამ მთავრობის გაგდებული პირია, ან ვინც ძველ ცხოვრებას-უსუნათლობას, უგაზობას, განუკითხაობასა და ყაჩაღობის დროს მისტირის და რა ჰქვია ასეთებს? თუ ვინმეს პრეზიდენტმა ლუკმა წაგლიჯა, ეს არამი ლუკმა იყო და პატიოსან შრომაზე მიუთითა, რაც არ აწყობთ და ურჩევნიათ ქუჩაში იდგნენ და სტაფილოებითა და კვერცხებით ირბინონ.
22.. ნურასოდეს დაივიწყებთ ტერმინებს, როგორიცაა ,,წვერებიანი”. გრეჩიხა, ჟოპო, გუბაზა, ბოსელია, გალია, რუსეთუმე, პუწინისტი და ა.შ. ისინი მებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს.
ტერმინები თქვენგანაც ბევრია ამ ხელისუფლებისა და სააკაშვილის მიმართ და ჩვენ იმიტომ ვერ ჩამოვთვლით, რომ უხერხულია მათი ჩამოთვლა საქვეყნოდ, რისიც თქვენ არ გრცხვენიათ.
ამერიკის პრეზიდენტს ლინკოლნს აქვს ასეთი გამონათქვამიც: ამერიკა არასოდეს არ დამარცხდება გარედან და თუ ჩვენ დავმარცხდებით და დავკარგავთ თავისუფლებას, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი საკუთარი თავი გავანადგურეთ. გონს მოდით ქართველებო, ეს ჩვენც გვეხება.
მადონა შალამბერიძე===========================================
უკაცრავად კიდევ ერთხელ
აი უბრალოდ...............
ხო მართლა, წყარო:
http://www.babajana.com/index.php?cstart=2...sid=689#commentდა ისა, კომენტარებსაც გადახედეთ, არ მოიწყენთ
This post has been edited by ჩოხა on 7 Jan 2010, 01:55
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა