მოკლედ ოპო ტიპებო
მე მკიდია აქ ღაც ხდება, ოცნებისტების ტყუილები და აგრესია მე არ მიკვირს.
მე მაინტერესებს რამდენი გააპრავებთ და რამდენი დაგმობთ.
ვინ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ არ იყო საჭირო კახეთის ოპოზიციური საინფორმაციოს გადამტერება, თუ უფრო ჩაუღმავდებით და 8 ვითომ ნაცებიდან ოცნებაში გადასულ ტიპებზე გაამახვილებთ ყურადღებას.
და ა.შ.
აჰა წყაროა თუ ჯანდაბა
ბოიკოტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან“
სამშაბათი, 28 აგვისტო 2012 13:21
„როდესაც დანაშაულებრივი რეჟიმი იმსხვრევა… ამ შემთხვევაში ახმეტელი ახალგაზრდების მიერ, თვით „რეალ-ტვ“ და სხვა სახელისუფლებო მედია საშუალებები ვერ ბედავენ და არც კი მოსდით აზრად რომ ამ სიტუაციას სიყალბის ელფერი შესძინონ. ამ დროს კი ვინ ევლინება ხელისუფლებას „ბაში-აჩუკად“? ეს გახლავთ გელა მთივლიშვილი... დღეიდან მეც და ჩემი ახალგაზრდულის წევრებიც ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ გელა მთივლიშვილთან და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან! ამ ბოლო დროს ამას რაღაცეები ეშლება“.
ამ სიტყვების ავტორი „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ კვირიკაშვილია. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი „ახმეტის შტაბში“ 25 აგვისტოს ჩატარებული პრესკონფერენციის დეტალებით დაინტერესდა.
როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს, შაბათს, ტელეკომპანიებმა „მეცხრე არხმა“, „მაესტრომ“ და სააგენტომ „ინფო9“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ახმეტაში „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრმა პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. იმავე დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ბოტკოველი ახალგაზრდების „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას უარყოფს. მისივე თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, „ქართული ოცნების“ აგიტატორების შვილები იყვნენ.
27 აგვისტოს, ორშაბათს, დავუკავშირდით ოთარ კვირიკაშვილს და ვკითხეთ, ვინ არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ და კონკრეტულად რა ზეწოლა განხორციელდა მათზე პარტიიდან პარტიაში გადასვლის შესახებ განცხადების გაკეთებამდე; კონკრეტულად ვისზე განხორციელდა ზეწოლა და ვისგან?
ოთარ კვირიკაშვილმა 8 ახალგაზრდიდან მხოლოდ 2 ახალგაზრდის ვინაობის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, არცერთი მათგანი ტელეფონის ნომერი არ გვითხრა. ერთ–ერთი მათგანი ეთერ ღვინიაშვილი ნამდვილად „ქართული ოცნების“ წევრის ავთანდილ ღვინიაშვილის შვილი აღმოჩნდა. „დანარჩენების ვინაობას ვერ გეტყვით. ვერც ტელეფონის ნომრებს მოგცემთ, არ მაქვს. კიდევ გვექნება ასეთი პრესკონფერენცია, თუ ვერ შეძლეს ახალგაზრდების დაშინება“, – აღნიშნა ოთარ კვირიკაშვილმა.
27 აგვისტოს ოთარ კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა: „იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონ მთივლიშვილს რესპოდენტები არ მოაკლდება, განსაკუთრებით 1 ოქტომბრამდე. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას ძალიან ბევრი საჩივარი დაუგროვდება „ქართული ოცნების“, „ინფო9“-ს და „ტვ-9“-ს მიმართ... აბა შენ იცი გელა, ძალიან არ გადაიტვირთო, მთელი კახეთი შენს იმედზეა. შენ ვერც ვერასოდეს მიიღებ პასუხებს! ვერ გაგეცი კი არა, არ გაგეცი და საერთოდ არცერთი ჩემი ახალგაზრდა შენ პასუხს არ გაგცემს! დადექი ეხლა და ბოტკოველისგან და ცისკარიშვილისგან აიღე კომენტარი, „დამოუკიდებელო და შეუპოვარო“ ჟურნალისტო“, – წერს ოთარ კვირიკაშვილი და იქვე ერთ–ერთ პოსტში აღნიშნავს: „დავასრულოთ უკვე 2 სექტემბერს ამათი ბოგინი

“... (2 სექტემბერს თელავში ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს).
„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ზვიადაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, რომ ის კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან ბოიკოტის და კახეთის საინფორმაციო ცენტრის სახელისა და რეპუტაციის შემლახველი უსაფუძვლო ცნობების გავრცელების შესახებ ინფორმირებული არ არის. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმაც განაცხადა, რომ ბოიკოტის თაობაზე ინფორმაცია არც მას აქვს. არც ზვიადაურს და არც ყანდიაშვილს არ უთქვამთ, რომ ბოიკოტი მათთვის მიუღებელია.
ვწუხვართ, „ქართული ოცნებიდან“ ამგვარი დამოკიდებულების გამო კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიმართ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებაა. ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა და ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების (ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, IREX, აშშ–ს საელჩო საქართველოში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი) მხარდაჭერით და არ არის დამოკიდებული არც ფინანსურად და არც სარედაქციო შინაარსით რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ან პოლიტიკოსზე.
გელა მთივლიშვილი
http://ick.ge/ka/articles/12102-2012-08-28-09-25-05.htmlთუ არადა მატყუარა გელას დავცხოთ