უბედური შემთხვევა დაბა კიკეთთან - სოფელ დიდებაში 4 წლის ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია ორი ადამიანი.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მიტოვებული შენობის თვითნებურ დემონტაჟს ეწეოდა. ობიექტზე ის 10 წლის შვილთან და 4 წლის ძმისშვილთან ერთად იყო მისული.
ძველი შენობის კედლები ჩამოიშალა. სამივე ნანგრევებში მოყვა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, 10 წლის მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, დაზარალებული მამაკაცი კი ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული. დეტალების დადგენაზე გამოძიება მუშაობს.
http://www.itv.ge/?m=16&CID=24413ეხლაა მაგ კაცს ტვინი აქვს თავში რას მიყავდა ძველი შენობის დასანგრევად 4 და 10 წლის ბავშები რა უნდა ეგეთ საქმეზე ბავშვებს