ესე იგი რა რჩევებია: 1.არ მიაქციო ყურადღება.
2. ხმას მოუმატე, ანუ გაზი მიეცი.
3.გამოეკიდე და შეაგინე.
4. არსებობს რაღაც აპარატი, რომელიც რაღაც სიხშირის ხმის გამოცემით ძაღლს აფრთხობს.
ყველაზე ჭკვიანური ეს ბოლო რჩევაა, ნეტა როგორ უნდა ვიპოვო ეგ აპარატი.
ჩემი მოტო ძალიან ჩუმია, მანქანის ხმაზე მეტი არ აქვს. ასე რომ ხმით ვერ გავაკვირვებ. გაზს რომ მოვუმატო და ცქარა წავიდე იქნებ ამ სიჩქარეში ამოვტრიალდე კიდევაც.
ისე მართალია, 10-დან 2 ძაღლი გიკბენს მაგრამ როგორ უნდა გაარჩიო რომელ შემთხვევასთან გაქვს საქმე. ერთი ლაბრადორი გვყავს სანათესაოში, ისეთი რიხიტ გავარდება ველოსიპედიან ბავშვთან, გეგონება ველოსიპედიანად გადაყლაპავსო, მაგრამ სინამდვილეში თამაში უნდა და მეტი არაფერი.
რამე პლასტმასის ფილები რომ მივიკრა ფეხებზე, ან მაგარი შარვალი რომ ჩავიცვა, რას იტყვით?
This post has been edited by saketi on 24 Nov 2012, 21:39
მიმაგრებული სურათი