მოკლედ, მუსიკის ისტორიაში ნებისმიერი კომპოზიცია ეხებოდა კონკრეტულ თემას. მაგალითად, ზოგი კომპოზიტორი ომზე წერდა ნაწარმოებს, ზოგი - სიყვარულზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე, სახლზე, საკუთარ ქვეყანასა თუ ქალაქზე. აგრეთვე ზოგი სტალინს უწერდა სიმღერებს, ნაპოლეონს - სიმფონიებს და ა.შ.
ხოდა, საინტერესო იქნება, თუ გავაკეთებთ სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის კომპოზიციების კრებულს, რომელიც შეეხება ერთ კონკრეტულ თემასა თუ ადამიანს.
აი, მაგალითად, მე გავაკეთე "იავნანათა" კრებული, რომელშიც შესულია 8 კომპოზიცია, რომლებიც ეხება ბავშვების ძილის თემას. ძაან დიდი რომ არ გამოსულიყო, მხოლოდ მთავარი ფრაგმენტები ამოვჭერი.

თქვენც გააკეთეთ რამე მსგავსი. დიდი ინტერესით მოვუსმენ.