საქართველოში საარჩევნო პერიოდის მოახლოვებასთან დაკავშირებით აშშ–ის საელჩო აცხადებს ბლოგერების კონკურსს. შექმენით 500 სიტყვიანი ბლოგის ჩანაწერი, რომელიც უპასუხებს კითხვას: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება? ჩანაწერი გამოაქვეყნეთ თქვენს პერსონალურ ბლოგზე და გაგვიზიარეთ ბმული საელჩოს ფეისბუქის კედელზე.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსის წესებს და პირობებს
მიმოხილვა:
რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?
500 სიტყვიანი ბლოგის ჩანაწერი, რომელიც პასუხობს ზემოთ მოცემულ კითხვას განათავსეთ პერსონალურ ბლოგზე.
აქტიური პერსონალური ბლოგი უნდა იყოს სულ მცირე 6 თვის შექმნილი, არაუგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა.
მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, მოყვარული ბლოგერი.
გამარჯვებულს გადაეცემა iPad 2, მეორე ადგილის მფლობელს iPod nano
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 15 სექტემბერი, 11:59
ბლოგის ჩანაწერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საელჩოს ვებგვერდზე სოციალური მედიის პლატფორმებზე და ყველა იმ ადგილას სადაც საელჩო ჩათვლის საჭიროდ. ეს დოკუმენტი აღწერს კონკურსის ოფიციალურ მითითებებსა და წესებს.
კონკურსში ჩართვის შემთხვევაში, მონაწილეები ვალდებული არიან დაემორჩილონ კონკურსის წესებს.
წესებისა და ინსტრუქციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მონაწილის მონაწილეობის უფლების შეწყვეტა. საელჩოს უფლება აქვს ნებისმიერი მონაწილის დისკვალიფიკაცია მოახდინოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
მონაწილეობის უფლება:
კონკურსი ღიაა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის.
კონკურსის მონაწილე უნდა იყოს მოყვარული ბლოგერი, რომელსაც აქვს პერსონალური ბლოგი და მის დაწერაში არ უხდიან ფულს. მონაწილე არ უნდა იყოს პროფესიონალი ჟურნალისტი.
პერსონალური ბლოგი უნდა იყოს შექმნილი არაუგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სახელმწიფო დეპარტამენტის (საელჩოს, USAID-ის, მშვიდობის კორპუსის) თანამშრომლებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს.
მითითებები ბლოგის ჩანაწერის წარდგენაზე და მონაწილეობის მიღებაზე:
კონკურსი იწყება, საქართველოს დროით, 2012 წლის, 29 აგვისტოს 18:00 წუთიდან და მთავრდება 2012 წლის, 15 სექტემბრის 11:59 წუთიდან. დაგვიანებით წარმოდგენილი ნამუშევრები არ განიხილება. გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის ოქტომბერში.
მონაწილეობის მისაღებად: 1. გააზიარეთ თქვენი ბლოგის ჩანაწერის ბმული საელჩოს ფეისბუქის კედელზე; 2. გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელ–ფოსტა, ტელეფონის ნომერი) ბლოგის ჩანაწერის ბმულთან ერთად საელჩოს ფეისბუქზე პერსონალური წერილის სახით.
ერთი პიროვნებისგან მისაღებია მხოლოდ ერთი განაცხადი.
ინტელექტუალური საკუთრება
აპლიკანტები ადასტურებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი ბლოგის ჩანაწერი არის საკუთარი ნამუშევარი და არ არღვევენ ნებისმიერი სხვა პირის ან ერთეულის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.
საელჩო იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბლოგის ჩანაწერი საელჩოს ნებისმიერი მიზნებისათვის, მათ შორის და არა მხოლოდ, ვებგვერდებზე, ბეჭდვითი და სოციალური მედიის პლატფორმებზე და სხვა მასალებზე განთავსებისთვის.
საელჩო უფლებას იყოვებს, გამოიყენოს ნებისმიერი სხვა შემოსული ბლოგის ჩანაწერი მასტიმულირებელი სარეკლამო ან საქმიანი მიზნისათვის მომავალში.
თუ გამარჯვებული დაარღვევს წესებს, მაშინ ის დაჯარიმდება ან დააბრუნებს პრიზს უკან, მაშინაც კი თუ ეს მცდელობა და დარღვევა დაფიქსირდება დაჯილდოების შემდეგ.
გამარჯვებულის გამოვლენა და პრიზები
შემოსული მასალებიდან გამარჯვებულს გამოავლენენ საელჩოს ოფიციალური პირები და თანამშრომლები. მათი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და არანაირი შემდგომი კორესპონდენცია არ იქნება გათვალისწინებული.
ბლოგის ჩანაწერი უნდა:
პასუხობდეს მთავარ კითხვას: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?
გასაგებად გადმოსცემდეს აზრს
ჯდებოდეს მოთხოვნილ სიტყვათა ლიმიტში (500 სიტყვა)
იყოს ორიგინალური
ბლოგის ჩანაწერი არ უნდა შეიცავდეს დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ ენას, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება
გამარჯვებული წარდგენილი ნამუშევრისთვის დაწესებულია პრიზი – ერთი ახალი IPAD 2. მეორე ადგილზე გასული ნამუშევრისთვის დაწესებული პრიზი ერთი iPod nano. *პრიზი არ შეიძლება გადაიცვალოს ფულზე.
გამარჯვებული ინფორმირებული იქნება ელექტრონული ფოსტის და ტელეფონის მეშვეობით. გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდება ამერიკის საელჩოს Facebook-ის გვერდზე (
http://facebook.com/tbilisi.usembassy), შესაძლოა სხვა მედია საშუალებებითაც.
დისკვალიფიკაცია
საელჩო არ არის პასუხისმგებელი, დაკარგულ, არასრულ, დაგვიანებულ, წესებთან შეუსაბამო, ან სხვა მიზეზებით გამოუყენებად ნამუშევრებზე, მათ შორის კომპიუტერის, ინტერნეტის ან ელექტრონული პრობლემების გამო შექმნილი შეუსაბამობის გამო.
საელჩო იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს კონკურსი და დააჯილდოვოს გამარჯვებული ალტერნატიული გზით, თუ საელჩოს მიერ აღმოჩენილი იქნება თაღლითობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები, მათ შორის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც.
საელჩო არ არის პასუხისმგებელი, გამარჯვებულის ინფორმირებასა და პრიზის მიწოდებაზე, იმ შემთხვევაში თუ კონკურსში მონაწილემ მიუთითა არაზუსტი, არასრული ან ძველი საკონტაქტო ინფორმაცია.
თუ დაგეზარათ წაკითხვა მოკლდე გეტყვით ჩემ იდეას: ანუ თემაზე>> როგორ წავახალისოთ ამომრჩეველი რო მივიდეს არჩევნებზე დავწეროთ 500 სიტყვიანი პოსტი, ვინმემ თავის ბლოგზე გადადოს(ჩემი ბლოგი არ შეესაბამება ამას) >>პერსონალური ბლოგი უნდა იყოს შექმნილი არაუგვიანეს 2012 წლის 1 მარტისა.<<
ანუ მოთხრობებს და მსგავს რაღაცეებს ხო (ვ)წერთ ხოლმე არაა? ხოდა მასე რა...