ბალტიისპირეთს არ ვთვლით!
პირველი სრულყოფილი ველობილიკი ყოფილ სავოკში მოეწყო ბათუმში.
პირველი ველოშეარინგის სისტემა ბათუმში.
პირველი შეუზღუდავი კონტაქტი ზღვის სანაპიროსთან, ღობეების და ჩინოვნიკების ვილების გარეშე.
პირველად დაიწყო ისტორიული უბნების და ქალაქების მაშტაბური რეაბილიტაციები (ძველი ბათუმი, ძველი თბილისი, ძველი ქუთაისი, მესტია, სიღნაღი, თელავი, ძველი გორი, მცხეთა) თავისი საფეხმავლო სივრცეებით და ქვეფენილებით, რამაც ქართულ ქალაქებს თავისებური ეშხი შემატა.
პირველად მოხდა დედაქალაქში სამწვადეების და სამანქანო გზის ხარჯზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, რიყეს ვგულისხმობ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო რეგიონის მაშტაბით.
პირველად გაიხსნა ქალაქში მდინარე კოლექტორის ბეტონისგან და დასასვენებელი სივრცე მოეწყო, ლეღვთახევს ვგულისხმობ.
პირველად ქალაქის ცენტრალური ქუჩის ნახევარი ჩაიკეტა მანქანებისთვის და საფეხმავლო გახდა, პუშკინის ქუჩას ვგულისხმობ. ეხლა კი გადაატარეს ქოცებმა ესტაკადა მიშას ჯინაზე

არაუშავს მაინც მოვანგრევთ.
ეს ხდებოდა 2006-2012 წლებში. მაშინ ჯერ აღმოსავლეთ ევროპაში გაგებაში არ იყვნენ რას ნიშნავდა ფეხით მოსიარულეზე მორგებული ქალაქი, გზების შევიწროვება, ტროტუარების გაფართოვება, ე რომ გეთქვა დაგცინებდნენ. ეხლა აღმოსავლეთ ევროპა კი არა, ტაშკენტი და ბიშკეკიც ველობილიკებზე, საფეხმავლო სივრცეებზე და მდინარეებთან კავშირის აღდგენაზე ლაპარაკობენ.
რუსები ბათუმში და თბილისში ეცნობოდნენ დასავლელი ურბანისტების აზრებს, ეხლა მოსკოვი კი არა კრასნოდარი უფრო წინ არის თბილისზე. მოსკოვი სავსეა ველოსიპედებით, კრასნოდარში ელექტრო "სამოკატებით" დაქრიან პენსიონერები, ახალგაზრდებზე აღარაფერს ვამბობ. ალმა-ატა ქუჩებს კი არა, უკვე საეხმავლო უბნებს აკეთებს, ევერვანში ბევრად უფრო მოწესრიგებულია სამანქანო მოძრაობა, ტროტუარებზე მანქანას ვერ ნახავ. კიევში ზებრაზე ფეხს რომ შედგავ მოძრაობა ჩერდება?
ამო დროს კალიაძე რას აკეთებს? ელოდება სისტრას დასკვნას იმაზე, უნდა იდგნენ თუ არა მანქანები ტროტუარზე

ძალიან ჩამოვრჩით, არათუ ევროპას, არამედ რუსეთსაც კი. მეზიზღებით, ქოცებო, ჭაობში ჩააგდეთ ქვეყანა, სულ ძმაკაც-ნათესავებით გამოტენეთ ყველა სფერო.
This post has been edited by brutal_88 on 17 Sep 2019, 19:17