დროებითი თემაა მინდა თავიდანვე ვთქვა , ადმინს ვთხოვ ნუ გამიბრაზდება თუ რამეს არასწორად ვხსნი თემას ,მაგრამ რაღაც შეკითხვები მაქვს მხატვრებთან და იქნებ დამეხმაროთ
გუშინ ბავშვი მყავდა ზოოპარკში , შესასვლელთან ისხდნენ მხატვრები და ბავშვებს სხვადასხვა რაღაცეებს უხატავდნენ , ჩემმა შვილმა დაიჟინა და სახეზე სპაიდერმენი დაახატეს , თავიდანვე ვკითხე ბავშვს კანს ხომ არ გაუღიზიანებს საშიში ხო არაა და ასე შემდეგ ,არაო დამარწმუნა . დახატვიდან დაახლოებით 2-3 საათი ქონდა სულ , სახში მოვიყვანეთუარა თბილი წყლით და საპნით ვცადე მოშორება , არაფრით არ შორდებოდა ნახევარი ისევ კანზე დარჩა ,და რაც აძვრა იმ ადგილას სიწითლეები აქვს ,კანი აქვს გაღიზიანებული , დღეს უკვე მეორე დღეა ,კიდევ რათქმაუნდა ვცადე რაც დარჩენილი იყო იმის აცლას ძლივს ავაცალე სახედან ,კანი აქვს წითლად და ერთ ადგილზე უფრო მაგრად თითქოს დაეცა და ჭრილობა აქვსო სახეზე ასე აქვს , უბრალოდ მაინტერესებს რა ჯანდაბით უხატავენ ბავშვებს სახეს , ისეთი კანიც არ აქვს ჩემ შვილს უცებ რო უღიზიანდებოდეს და რამე , ჩვეულებრივი ბავშვის კანი აქვს ,რა უყო არ ვიცი რამდენად საშიშია არ მინდა ალერგიასავით გაუმწვავდეს კანზე ,რა მასალაა და რამდენად საშიშია იქნებ მითხრათ