ესეიგი ბევრი ვეძებე და რატომღაც ვერ ვნახე ამ სპორტზე თემა აქ არადა ქართველებში მემგონი სირცხვილია ერთადერთი სპორტია სადაც ცოტა წინ ვართ სხვა ქვეყნებთან შედარებით
-----------------------------------------------------------------------------------------------

თავისუფალი ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და მისთ.) და რომელშიც ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს. თავისუფალი ჭიდაობის თანამედროვე ფორმა ინგლისსა და აშშ-ში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თავისუფალი ჭიდაობა 1904 წელს ჩართეს, ქალებისთვის კი მხოლოდ 2004 წელს. მსოფლიო ჩემპიონატები ამ სახის სპორტში 1951 წლიდან ტარდება, ევროპის ჩემპიონატები – 1928 წლიდან. შესულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში (120 ქვეყანა).
-------------------------------------------------------------------------------------------

ბერძნულ-რომაული ორთაბრძოლა (კლასიკური ჭიდაობა) — სპორტული ორთაბრძოლის სახეობა, რომლის ილეთები ეყრდნობა ხელებისა და ბეჭების მოქმედებებს (გამორიცხავს წელს ქვევით მოჭიდებას, ფეხის გამოდებას და მისთ.). ამ ჭიდაობის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბდა საფრანგეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
1896 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, 1904 წლიდან მსოფლიოს, ხოლო 1898 წლიდან კი ევროპის ჩემპიონატებში. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) დაარსდა 1912 წელს და მასში 120 ქვეყანაა გაერთიანებული.
საქართველოს ამ სახის ჭიდაობაში მრავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ყველაზე ბოლო ოლიმპიურ თამაშებში, პეკინში, მანუჩარ კვირკველიამ მიიღო ოქროს მედალი 74 კგ წონით კატეგორიაში.
--------------------------------------------------------------------------------------
ნესტორ ხერგიანი ამარცხებს მეტოქეს
ძიუდო (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. არის სპორტის ოლიმპიური სახეობა.
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:
ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.
ძიუდოს სტილის სამი მთავარი ელემენტია: კატა, რანდორი (თავისუფალი ილეთი), შიაი (შეჯიბრი). ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმართება კვადრატულ ფარდაგზე (ტატამი) ზომებით 8x8 ან 10x10 მ.
http://www.youtube.com/Geowrestlingამ არხზე შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ვიდეოები ქართველი მოჭიდავეთა მონაწილეობით .
აბა წარმატებები თემას ..
This post has been edited by beqa108 on 9 Dec 2012, 12:43
.