მუხლი 167. გადასახადის განაკვეთი (15.07.2008 N206 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან )
ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%-ით.
ძველ კოდექსში წერია მაგრამ ალბათ ვეღარ მოითმინეს და ახლა აამოქმედეს

ადრე რატომღაც მახსოვს რომ 12%-ით იბეგრებოდა
* * *
nosstradamusaგამოსავალი ყოველთვის არსებობს

გადასახადების დათვლას არაფერი უდნა კოდექსს ჩახედავ და დაითვლი, მაგრამ უბრალოდ საქმის გართულებაა და მეტი არაფერი. ვმუშაობდით დარიცხვის მეთოდით და დღგ-საც მშვეივრად ვიხდიდით არ იყო საჭირო ორმაგად გეთვალა დღგ-ს დეკლარაციაში ჩასაწერი დასაბეგრი ბრუნვა და საანგარიშო თვის საკასო შემოსავალი. ახლა ყველაფერი არეულია პრინციპში.
გლეხურად რომ ვთქვათ კოდექსი გეუბნება:
შენ საანგარიშო თვისდასაბეგრი ბრუნვად უნდა აღიარო შენი დარიცხული შემოსავალი და ამასთანავე მიღებული ავანსი.
მომდევნო თვეში როდესაც შენ შეასრულებ მიღებული ავანსის შესაბამის მიწოდებას (და სხვას არაფერს) დეკლარაციაში მოგიწევს დასაბეგრი ბრუნვის ველში 0-ის ჩაწერა
ვარგა ახლა აი საქმე??
ორმაგად უდნა ითვალო ბრუნვა რა, ცალკე დღგ-ს მიზნებისთვის და ცალკე ბასს კომიტეტიც რომ არ გავანაწყენოთ ისე

მაგრამ ჩემი აზრით უაზრო კანონია. რამდენით უნდა მოუგოს მთავრობამ ინფლაციას ამ გადაწყვეტოლებით რომ ჩვენ წვალებად ღირდეს?
და რაც შეეხება ჩვენ კამათს

უბრალოდ იმაში შეგეკამათე რომ არსებობს ბასს-ის სტანდარტები და ალბათ ეგ ჩემზე უკეთ იცი რომ არის ორი მეთოდი საკასო, და დარიცხვის. ბასს-ი გეუბნება აღრიცხე ან ერთი მეთოდით ან მეორეთიო

და შენ აღრიცხავ თან საკასო მეთოდით და თან თუნდაც დღგ-ს მიზნებისთვის რაღაც მესამე მეთოდით რომელსაც კოდექსი გვასწავლის

ნუ პრინციპში ვერც შენ ვერ იტყვი რომ შენი აღრიცხვის მოდელი იქნება ბასს-ით განსაზღვრული საკასო მეთოდი, და ვერც მე შეგეწინააღმდეგები იმაში რომ ამ მთავრობის ხელში ეგ მოდელი არასწორია. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც მასე მოგვიწევს აღრიცხვა ანუ დღგ-ს მიზნებისთვის ცალკე და სხვადანარჩენისთვის ცალკე