შენ !!!
ვისაც უკვე მოგბეზრდა წინ და უკან მე-2-დან 1-ში, 1-დან მე-4-ში, მე-4-დან მე-6-ში, მე-6-დან ისევ 1-ლ კორპუსებში და ა.შ. სირბილი.
შენ !!!
ვისაც ყველა გეუბნება რომ მისი საქმე არაა, არაა უფლება მოსილი, ის არ წყვეტს, პასუხისმგებელი არაა, გაგაზავნის სხვაგან და სხვაც იმავეს გეუბნება.
შენ !!!
ვისაც წლების მანძილზე გატყუებენ რომ უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესი მიმდინარეობს და მალე ყველაფერი დალაგდება და გამოსწორდება.
შენ !!!
ვისაც არანაირი პირობა არ გაქვს სწავლისთვის და ამაში 2250 ლარს გახდევინებენ ყოველწლიურად.
შენ !!!
ვისაც ოპოზიციურად განწყობილ ძლიერ ლექტორებს გითავისუფლებენ და უნივერსიტეტში სახელმწიფო ჩინოვნიკებს გინიშნავენ
შენ!!! პირველკურსელო !!!
ვისაც იმედებს გინერგავენ და გეუბნებიან რომ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარე და ეს უკვე დიდი ბედნიერება. მოიშორე იმედი და შეხედე რეალობას. შენ აუტანელი 4 წელი გელის წინ და არ დაიძინო, ეს შენი უნივერსიტეტია.
შენ !!! ლექტორო !!!
ვის თვალწინაც ამდენი უსამართლობა ხდება და ხმის ამოღების გეშინია, იმიტომ რომ სამსახურს დაკარგავ, გეშინია, იმიტომ რომ სულ მარტო ხარ. მე გეტყვი შენ - არ შეგშინდეს. მე ვარ შენთან და მთელი სტუდენტობა. დადექი სიმართლის მხარეს.
შენ !!! სტუდენტო და ლექტორო !!!
ვის გარეშეც ხდება ყველაფერი რაც ხდება,
დადექი ჩემთან ერთად, მე სულ მარტო ვდგავარ.
აჩვენე რომ შენ ხარ უფლებამოსილი, შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ თვითონ გადაწყვეტ რაც გადასაწყვეტია.
თქვი რომ მოგბეზრდა სიცურე და განუკითხაობა, თქვი რომ არც ერთ ტყუილს და უსამართლობას აღარ აიტან, თქვი რომ უნდა მოგეცეს ის რაც გეკუთვნის, ნებისმიერ ფასად.
თქვი რომ მოხვალ 14 სექტემბერს, 12 საათზე, პირველი კორპუსის ეზოში და გამოცხადებ დაუმორჩილებლობას. და კი არ მოითხოვ, არამედ აიღებ - იმას რაც გეკუთვნის, რაც შენია.
თქვი რომ აღარასოდეს აღარავისგან აღარ დაიჯვამ თავზე და აღარ დაემორჩილები არავის, ვინც შენზე ჩინით მაღლა დგას, ვინც შენ არ აგირჩევნია, მათ შემოგტენეს !!!
თქვი რომ სიმართლისთვის იბრძვი და არა დიდკაცობისთვის, თქვი რომ არც ერთ ''დიდ კაცს'' არ ცნობ და ხალხია ყველაზე დიდი.
სტუდენტო და ლექტორო
მე გელოდები შენ !
მე იმედი მაქვს შენი!
მე ვიცი რომ არ მიღალატებ და არ უღალატებ საკუთარ თავს და საკუთარ ღირსებას !
თუ შენც მიღალატებ და უღალატებ შენ იქნები ბოლო ვისი იმედიც მქონდა !
უნივერსიტეტი იქნება ბოლო, რისთვისაც მე ვიბრძოლებ!
ძალაუფლება სტუდენტებს და ლექტორებს!
ავტონომია უნივერსიტეტს!
ლაბორატორია 1918
წყარო:
http://www.facebook.com/events/414512148613346/