ჩვენ არა ვართ მრავალრიცხოვანი ოჯახი, მე მეუღლე შვილი, შვილის მეუღლე და შვილიშვილი და ძაღლი. ნუ თითქოს სტანდარტული ოჯახი, სტანდარტული საზრუნავებით, და სტანდარტული პრობლემებით....
ხდება ხოლმე ვკამათობდით რიგ საკითხებზე. ხშირად მწვავედ და მოვხენით ეს პრობლება...
კვლევების ჩატარება დავიწყეთ,
მაგალითად გუშინ ჩავატარეთ კვლევა სადილთან დაკავშირებით, 72 %-მა გამოკითხულთა უპირატესობა მიანიჭა კატლეტს, წიწიბურას გარნირით, 20 %-მა მაწვნის სუპს, 8 პროცენტს ჯერ ამასთან დაკავშირებით აზრი არა აქვს, მეძუძურია... ძაღლმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ კვლევის შედეგების ლიკვიდაციაში.
დალაგდა ოჯახი..
შიდა კვლევით ასევე გავანაწილეთ ოჯახში ფუნქციები, მე 92%-ით მერგო ძაღლის გასეირნება, 8 პროცენტმა ისევ დააიგნორა...
მოეწონათ მეზობლებსაც და უკვე სადარბაზოში გავაქტიურდით, ბოლოს ჩატარებული კვლევით 79% დადებითად უპასუხა კოორდინატორისათვის კარის გაღებას, 12 პროცენტმა შეიგინა გაურკვეველი მისამართით, 9 პროცენტმა უარი განაცხადა..
მოკლედ მოგაბეზრეთ თავი,
კარგია კვლევები,
რაც მეტია მით უკეთესი..
ახლა მოვრჩები, თორემ ჩემ ლეპტოპზე პოსტვა ბოლო კვლევით ჩემ შვილს ერგო საღამოს საათებში და დამსჯიან არ აღიარებისათვის....
ერთი შეცდომა მომივიდა და თქვენ, რომ არ დაგემართოთ გირჩევთ, მეუღლე არ დანიშნოთ კვლევების ხელმძღვანელად, გაგიყალბებთ.....
კვლევა გადაარჩენს ქვეყნიერებას!
სადა ხარ, სად მოგზაურობ.........