მოგესალმებით ყველას
წინა შეკრებაზე ბევრი უკმაყოფილო დარჩა, არ წამომსვლელებს ვგულისხმობ, ჰოდა ამ შეკრებაზე გადავწყვიტე წინასწარ დავწერო იუზერების რომელი კატეგორია იქნება უფრო სასურველი, კონკრეტულად თეისტების და ათეისტების შეკრება არ იქნება, მე თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როგორც მე ასევე ყველას ურჩევნია ამ განყოფილების ხშირი მპოსტავების წამოსვლა. იმედია არ გეწყინებათ ამ განყოფილებაში გავლით მყოფ იუზერებს.

ყველა მსურველმა მომწეროს პმ-ში ნომერი და ამით შედარებით ზუსტი სია შედგება და შესაბამისად ადგილი და ხარჯებიც უფრო ადრე დაიგეგმება, მოკლედ ორგანიზატორს ან ორგანიზატორებს უფრო გაგვიადვილდება საქმე.
გასვლა იქნება ისევ ბუნებაში და ნებისმიერ იდეას გავითვალისწინებთ თქვენი მხრიდან მოწოდებულს, რათქმაუნდა შორს თუ არ იქნება.
რამე მნიშვნელოვანი თუ გამომრჩა, მათ უდიდებულესობებს ვთხოვ და ჩაამატებენ ალბათ თემის პირველ პოსტში

დასადები თანხა იქნება 30 ლარი, ჩემი აზრით საკმარესია ყველანაერად, წინა შეკრებაზე ნახევარი გადავყარეთ, თუმცა გადაყრის მიზეზი პროდუქტის მარტო სიუხვე არ ყოფილა, ცოტა გვიან მოგვიწია გასვლა და ცოტაც ვიზარმაცეთ ზოგზოგიერთებმა, ჩემი ჩათვლით

მოკლედ მსურველებმა ნომერი მომწერეთ პმ-ში და შაბათს საღამოს ყველას დაგირეკავთ და გაგაგებინებთ შეკრების ზუსტ დროს და ადგილს.