ამაში დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, უბანში ყოველი დღე პოლიტიკური დებატებით იწყება და მთავრდება. ხალხი ძირითადში სამ ნაწილადაა გაყოფილი, ერთნი ივანიშვილს ადიდებენ და ასხამენ ხოტბას ხოლო მეორენი სააკაშვილის მრავალწლიან მმართველობას და ამ დროის განმავლობაში საგმირო საქმეებს იხსენებენ აი მესამე ნაწილი ნეიტრალურ პოზიციაზეა და ცდილობს პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს, მეც ალბათ ამ უკანასკნელს მივეკუთვნები მაგრამ რა ვქნა როცა ზოგჯერ უკან დასახევი გზა აღარ მრჩება და საქმე დაჯახებამდე მიდის?!
დღეს მეზობელთან სპორი მომივიდა იმის გულისთვის რომ ტვინის ბურღვა დამიწყო გინდა თუ არა სააკაშვილი ქვეყნის მტერია და საქართველოს ივანიშვილი თუ იხსნისო. ბევრი ვეცადე ამეხსნა რომ არ მაინტერესებდა ნაციონალები დარჩებოდნენ თუ ოცნების ხალხი მოვიდოდა ქვეყნის სათავეში მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და საბოლოოდ ისევ მე მომეშალა ნერვები.
აღარ შემიძლია, ყოველდღე ერთიდაიგივე სკანდალებისა და მასკარადების ყურება!
ქართული სატელევიზიო არხების ყურება ხომ საერთოდ აღარ შეიძლება!
ხალხო ნამეტანს აკეთებენ არ შეიძლება ხალხის ამ დონეზე გამოლეღვება! საარჩევნო კამპანია გამიგია მაგრამ ასეთი?!
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.