მთელი ქიჩმაჩური სამყარო ისეა ფსიქოლოგიურად დაკომპასებული, რომ, მაგ....
იშრომებ, იწვალებ..." გაზრდი დეკეულს კაი მეწველ ძროხად" და მერე ისინი მოვლენ და გეკითხებიან .."ე მაგ თხას რას აფასებ"-ო!
და რაც მთავარია... ახლობლები როცა გიყვანენ სამუშაოდ, გეუბნებიან იმდენს გადაგიხდით...Nაწყენი Aრ Dარჩებიო და შენც თავს იკატუნებ, იმიტომ, რომ მერე მთელი ცხოვრება ნაწყენი იყო ცხოვრებაზე და ცხოვრების წამებულის მანტია ატარო!
მაშ დავიწყოთ
ანთიმოზას მეტამორფოზებიბავშვობა და ყმაწვილობა:
............................................................
....კასპში დაიბადა და ბაბუის სახელი -ანთიმოზი დაარქვეს! კლასელები ანთიმოზას ეძახოდნენ, ბავშვობიდან მათემატიკის ნიჭი ჰქონდა , ანგარიში ეხერხებოდა და ამიტომაც X კლასში იყო, როცა ნათსავმა დედის ქელეხში დახმარება სთხოვა...შესაწევარი ფულის შეგროვება და "ვინ რამდენი დადო" იმათი სიის საერთო რვეულში ზუსტი აღწერა და ანგარიში დაევალა!...ანთიმოზმაც მათემატიკური სიზუსტით პირნათლად ჩაუთვალა ნათესავს ქელეხის თანამესუფრეთა მიერ შეწეული 5700 ყლარი და ას ფურცლიან რვეულში აღწერილი მათი ზუსტი სია! გარდა ამისა, ესეც არ აკმარეს ანთიმოზას, გვიან ღამემდე მოიხმარეს ქელეხის სუფრის ასაშლელად და არეულ დარეულის დასალაგებლად!....მაგრამ დახეთ საოცრებს, დილით, ერთმა ნათესავმა ქაფქირი მოისაკლისა...ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, დაასკვნეს...აბა ანთიმოზას მეტი ვინ წაიღებდა, სუ ეგ ტრიალებდა ამ საქმეშიო!...ასე დასრულდა ანთიმოზას სიყმაწვილე ნათესაური გაგების წიაღში!
ახალი ცხოვრება და ახალი სახე:
......................................................................
....ზოგი ჭირი მარგებელიაო და ქაფქირის ქურდობის ცილისწამებით ნაწყენმა ანთიმოზამ, ნათესავების ჯინაზე ისმ-ში ჩააბარა, ინსტიტუტში მას სახელად უკვე ანთი-ს ეძახოდნენ, ბლანჟეც მოუშვა და თმებიც გადაიპარსა....... ლექტორები და კურსელები მაგარ პატივს სცემდნენ! ..თუმვა "ანთი"-ს ყოველ გაგონებაზე მისი გარდაცვლილი ბაბუა საფლავში 3 ბრუნს მაინც აკეთებდა!
და აი ათიმოზამ წარმატებით დაამთავრა ეკონომიკური ფაკ-ი! ინგლისში უპირებდნენ სტაჟირებაზე გაგზავნას, როცა სად იყო და სად არა, დედის ალალი ბიძაშვილი- სამტრედიელი ბეჟანა სირბილაძე დაადგა თავზე!.... ანთიმ, როგორც სჩვეოდა, ჰკითხა- როგორ ხართ, რაზე შეწუხებულხართ ბეჯანა ბიძიაო, რაზეც ღიპიანმა ძიამ წარბშეჭმუხნულმა დასძინა...ჯერ ეს ერთი, ბენი დამიძახე ბიჭო და მეორეც, მე კი არ შევწუხებულვარ, შენს საშველად მოვედი...წამო ახლა ჩემო დიშვილო, აგერ თაღლაურაში პური გავტეხოთ და პაწა ცხოვრებითაც პირი უნდა ჩაგატკბარუნებინოო!...თაღლაურაში ხინკლის, მწვადების და ლუდის სუფრაზე, მთელი ნათესაური ჯიგარი და სიყვარულიც ჩაექსოვა!....შე მამაძაღო, რა დაგრჩენია იმ ინგლისში...მაინცა და მაინც ზანგების და პედერასტების დასათვარიელებლად თუ მიდიხარ, ეგეთები ხო აქაც ბლომად არიანო, ეგ შენი ნიჭი და ცოდნა აგერ ჩემს საქმეს მოახმარე და იმდენს გადაგიხდი ნამდვილად ...
Nაწყენი Aრ Dარჩები და ცხოვრებასაც ხოშიანად აიწყობო!...აგერ, ჩემმა ბაღის ტრუსიკის ძმაკაცმა ნიკუშა ლეკიშვილმა, ისეთ ბიზნესში ჩამასასტავა, ფული და გართობა მდინარესავით წამოვაო...ასე დაიდო ანთი-სა და ბიძია "ბენ-ის შორის ჯიგრულნათესაური-კომერციული კონტრაქტი სახელად:
.............."Nაწყენი Aრ Dარჩები".............
.....უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაქტის გაფორმება, შემდგომ ნატახტრის საროსკიპოს უკრაინელ პუტანკებში დაგვირგვინდა!
აი, ბიძაც ასეთი უნდა - ერთდროულად დაასაქმა და დაავაჟკაცა კიდეც თავის დისშვილი! .....მესამე დღიდან ანთი უკვე საქმეს შეუდგა ძია ბენ-ის
ლილოს -"ბიზნესუნივერსალში"-ში!
..ჩინეთიდან შემოჰქონდათ : ტანგა ტრუსიკები, აიფონები, აიპადები, პრეზერვატივები, ნეთბუქები, ვიბრატორები და სხვა რამე-რუმე! ანთი-ს ევალებოდა მთელი ეს რამე-რუმე ექსელის პრაისებში შეეტანა, შემდეგ ფირმებში ერეკა და ყვეროვნული ბაზარი გაემდიდრებინა ასეთი ეგზომ საჭირო პროდუქციით....დღის ბოლოსთვის კი ფულის მითვლასთან ერთად, ძია ბენისთვის ბოლომდე უნდა მოესმინა ...ვინ სად გადაჟიმა და როგორ დააკივლა ჯერ კიდევ ჭაბუკური ენერგიით აღსავსე მისმა ძიამ!
Nაწყენი Aრ Dარჩები -ცხოვრების გრუზის მთელი სიმძიმე!.................................................................................................................
მოვლენების ინტენსიური განვითარება იქიდან დაიწყო, როცა ძია ბენიმ ვერის სასტუმრო - "მოდი დაგანახო"-ში გააგზავნა ანთი ტანგა ტრუსიკების პრეზენტაციის მოსაწყობად! იქ ალაფურშეტი, უაუ, ვაიიი...უუუ და ანთიმ....... იღლიებიდან დაწყებული ფეხებიანი ხათათოც გაიცნოოო!...და იმ დღესვევე ერთმანეთის გახდნენ! მეჯვარეებიც ბეჟანა ძია და მისი გელფრენდი ნანულა დეიდა იყვნენ, ყარაჯალის საყდარში, მამა კვიპაროსმა ჯვარი დასწერა და კაი პურიც იჭამა...სუფრაზე იმდენი "სამტრედიული ხვანჩკარა" დაილია, რომ ბეჟანა ბიძია და მამა კვიპაროსი დილამდე შეუსვენებლად შალახოს უბერავდნენ!...
.......უკვე ერთი თვის თავზე, ანთი-სთვის სიყვარულის თაფლობანა მორჩა და ოჯახურ სამსახურეობრივი ცხოვრებაც მთელი ულმობელი ინტენსივობით ამოქმედდა! ახალი ბინა და ავტომანქანა ბანკის კრედიტით შეიძინეს...ამ კრედიტს, დამატებით ბონუსად, სიდედრიც მოჰყვა თავის ეპილატორიანად...თაკო ბუძუა! სიდედრ თაკო ბუძუას კი მოჰყვა მისი დაქალის ბიჭი და შემდგომ ამ ოჯახის ფსიქოლოგი -
ბიჭოლა, რომელმაც ახალი დემოკრატიული ოჯახური აზროვნების იდეალებით შეაბიჯა და მუდმივად დამკვიდრდა ანთის ოჯახში!
......ძაან დაიღალა და დამძიმდა..ეს გრუზი უკვე აუტანლად გულისამრევი გახდა! წუხელისაც, სანამ 12 ტაბლეტი
ანტინაწყენიარდარჩები არ დალია, გვიანამდე ვერ დაიძინა და ახლაც, კვირა დილის 10 საათზე, ზარი კარებზე და ხმა - გამიღეთ რაა, მე ვარ თქვენი ბიჭოლა! ხათათო და თაკო ბუძუა უკვე ერთმანეთს ასწრებდნენ კარის გასაღებად....უი ბიჭი, მოდი გენაცალოს შენი თაკო ბუძუა, ნაქე ჩემ ხათათოს ლოგოლი ნანაზი პეპელა დაუტატუეს კისელზე...ნაქე აი! ......ბიჭოლამაც კისერი წაიგრძელა....მანაქე ლა ხათათო, გადაიწიე გოგო ეგ ხალათი, ნუ გცხვენია, ხო იცი მე სხვა რეაქცია არა მაქვს....ოოო, უუუ, კაი რააა!..უაუ, რა სასწაულად ლამაზი და საკალელია ნუუუ! ანთი, ანთიიი იცი ლაა ძმაო, თუ დამიჯელებ, ელთ რჩვას მოგცემ, შენც გაიკეთე კისერზე ასეთი ლამაზი პეპელა და ხათათოს რო ლოგინში ჩაეხუტები, თქვენი პეპლებიც ელთმანეთს ჩაეხუტებიან და მაგალი ლამე იქნება....მე ამ დლოს ვიდეოს გადაგიღებთ და კანში ბიჭოლების ფესტივალზე გავიტან საკონკურსო ნამუშევრად!!! ...ნეტა რამდენს გადაგვიხდიან ბიჭიი?!...უკვე კალკულატორი მოიმარჯვა თაკო ბუძუამ!
.....ამ დროს, ანთი თავისთვის სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა, 3 დღის წინ ნაყიდ ჰამბურგერს უშედეგოდ ებრძოდა და ცხელ ჩაის აყოლებდა!...ოხ ეს ხმები, ერთი და იგივე იდიოტური ატა-პატა დააა.... ცხოვრების გრუზ-200!!!
ეპილოგი
NAD-იც მორჩა და მორჩა ცხოვრების გრუზ-200იც!.................................................................................................
....უეცრად გამოერკვა, თითქოს განათდაო ტვინში! იწყება ქმედება, იწყება აზროვნება....გადმოაფურთხა დაუღეჭავი ჰამბურგერი, მერე ძია ბენის დაურეკა...მოდი, ხათათოს დაქალებს ველოდები, პეპლის ტაუირება უნდა აღვნიშნოთ და თან ცივი შამპანური და რამეო.... ნათქვამი არ დაემთავრებინა, რომ მანქანის მუხრუჭების ხმა მოესმა ქუჩიდან...ესეც ძია ბენი, ტორთით და შამპანიურით!
"ჩერდაკში"... სასიამოვნო სიწყნარე იყო და მშვიდად ბნელოდა. როგორც იქნა იპოვა ხის ყუთი, ცოლმა და სიდედრმა სამაგისტრო დიპლომთან და ბავშვობის ფოტოსურათებთან და ა ხარახურასთან ერთად ამ მტვრიან ჩერდაკში მიუჩინეს მათ ადგილი!...სადღაც აქ უნდა ყოფილიყო ისიც... ბაბუის ბოლო და ერთადერთი სახსოვარი - ნაჭრებში საგულდაგულოდ გახვეული, ტულის 12 კალიბრიანი თოფი, კარტეჩის ვაზნებთან ერთად....იპოვა და დინჯათ შეუდგა აწყობას!...ქვემოდან, შიგ და შიგ, ძია ბენის და სიდედრი ბუძუას ძახილი ესმოდა...ანთი, ანთიიი, მოდი ჩვეთან, თორემმმ!...ანთი არ ჩქარობდა, აწყობდა თოფს და თანდათან გრძნობდა ანთიმოზ ბაბუის მაჯისცემას! მორჩა, ვაზნები გადატენა და ბაიკალის ტბასავით მშვიდი, ქვემოთ კიბეებზე დაეშვა.....................
მორჩა NAD-ი!...და დასრულდა ანთიმოზას მეტამორფოზების სრული ციკლი!
პ.ს....არა, მე ნაღდად არ ვაწვალებ!...უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ ცოდოა მუმუ და ვიყოთ ცოტა ჰუმანურები და მუმუს ნუ ვაწვალებთ რაა!
პატივისცემით, თქვენი მონა-მორჩილი და მომიტევეთ თუ ძაან გადაგღალეთ ჩემი ლიკ-ბეზით! პროსტო უნდა დამეწერა რაა პსიხოს ვუძღვნიიი!!!