"მმართველი პარტიის და “ქართული ოცნების” ქმედებები მცდარ წარმოდგენებს ქმნის და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედურ დასკვნაშია ნათქვამი. დასკვნის მიხედვით, ორ უდიდეს საარჩევნო სუბიექტს შორის პოლარიზაცია იმ რიტორიკის შედეგად იზრდება, რომელშიც ოპონენტები ერთმანეთს საქართველოს სუვერენიტეტისთვის და დემოკრატიულობისთვის ფუნდამენტურ საფრთხედ წარმოადგენენ, ეს კი მცდარ წარმოდგენებს ქმნის და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს.NDI მიიჩნევს, რომ მთავრობა ვალდებულია, სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და მიუკერძოებლად აღასრულოს, ოპოზიცია კი - კანონს უნდა დაემორჩილოს.
მისიის დასკვნაში შეფასებები ”ქართული ოცნების” წევრების და ლიდერების პირადი ანგარიშების დაყადაღებაზეც გაკეთდა - NDI მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის პირადი ანგარიშების დაყადაღებამ კანონის არაპროპორციული და შერჩევითი გამოყენების შესახებ წარმოდგენა გაამყარა.
NDI-ს შეფასებით, “ქართული ოცნების” ნომრის ირგვლივ დავამ კითხვები ცესკო-ს ნეიტრალურობაზეც წარმოშვა."
http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=3605