#35233313 · 17 Feb 2013, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაკვირდებოდი: ნაციონალური მოძროაბის ხელისუფლებისას მათი მხარდამჭერები ცდილობდნენ რომ თავიანთი შეხედულებები დაეკავშირებინათ და მოერგოთ მმართველი პარტიის იდეოლოგიას და იშვიათი გამონაკლისების გარდა, როგორც კი პარტიის საერთო ხედვიდან გადავიდოდნენ ეგრევე იწყებოდა თავის მართლება და იმის ახსნა, რომ მკითხველმა ან მსმენელმა ვერ გაუგო სწორად, თორემ თვითონ პარტიის იდეოლოგიის სწორხაზოვანი მიმდევარია.
შეიცვალა ხელისუფლება: ქართული ოცნების მხარდამჭერები, იშივიათი გამონაკლისის გარდა, იგივე პოზიციაში აღმოჩნდნენ, როგორც წინა ხელისუფლების მხარდამჭერები - როგორც კი აღმოაჩენენ რომ თავიანთი პარტიის კურსი ოდნავ შეიცვალა, ისინი იმ წუთასვე იცვლიან პოზიციას. მაგალითად თუ ვინმე ერთი კვირის წინ მეჩეთის აშენების წინააღმდეგი იყო, დღეს უკვე პრემიერის ენით საუბარს იწყებს და აშენების მომხრე ხდება, თან გამამართლებელ მიზეზებს იგონებს. ეს ხდება არა პარტიის წევრების დონეზე, არამედ სულ უბრალო მხარდამჭერების დონეზეც კი.
ვიმეორებ იშვიათი გამონაკლისები აქაც (ფორუმზეც - მაგ. dega) მინახავს და რელურ პირობებშიც, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ ადამიანები ერგებიან პარტიას და არა პარტია ადამიანებს. ჩემი აზრით ასეთი ჩარჩო აზროვნება ყველაზე დიდი მტერია სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად თავისუფალი შეხედულებების და საჭიროა რომ აღმოიფხვრას ეს.
როგორც ჩვენი უძველესი ფორუმელი ლიცემერი იტყოდა: რაში მეთანხმებით და რაში არა იუზერებო?
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|