
მოგესალმებით ოკლაჰომა სითი თანდერის მე-2 თემაში.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი სიეტლ სუპერსონიქსის ბაზაზე შეიქმნა, ის არ არის მისი სამართალმემკვიდრე, ასე რომ წარსულზე უფრო აწმყოზე უნდა შევაჩეროთ ჩვენი მზერა.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გუნდი ჩემპიონი 1979 წელს გახდა, 3-ჯერ მოიგო დასავლეთის კონფერენცია და მასში თამაშობდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ლენი ვილკენსი, გარი პეიტონი, დევიდ ჯონსონი, შონ კემპი, ნეიტ მაკმილანი, ჯეიკ სიკმა და ა.შ....
დღესდღეობით თანდერი არის NBA-ს ერთერთი ყველაზე ახალგაზრდული, ენერგიული და ფეთქებადი გუნდი კარგად დაბალანსებული შეტევითი და დაცვითი პოტენციალით. დალასისა და ლეიკერსის უპრობლემოდ განადგურების შემდეგ 27 მაისიდან გუნდს ურთულესი სერია ელოდება სან ანტონიო სპურსთან, რომელიც, თავის მხრივ, ასევე უპრობლემოდ გაუსწორდა თავის მოწინააღმდეგეებს:
Game 1: Sun., May 27 at San Antonio, 8:30 p.m.
Game 2: Tue., May 29 at San Antonio, 9 p.m.
Game 3: Thu., May 31 at Oklahoma City, 9 p.m.
Game 4: Sat., June 2 at Oklahoma City, 8:30 p.m.
Game 5: Mon., June 4 at San Antonio, 9 p.m.
Game 6: Wed., June 6 at Oklahoma City, 9 p.m.
Game 7: Fri., June 8 at San Antonio, 9 p.m.
გუნდის ოფენსის მთავარ დამრტყმელ ძალას კევინ დურანტის, რასელ ვესტბრუქისა და ჯეიმს ჰარდენის ახალგაზრდული ტრიო წარმოადგენს, რომლებიც ჯერ 24 წლისაც არ არიან.
თავიანთი ჯერ კიდევ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მათ უკვე ბევრს მიაღწიეს:
კევინ (დურანტულა) დურანტი - All-NBA First Team – 2010, 2011, NBA Rookie First Team – 2008, NBA All-Star Team – 2010, 2011, 2012

რასელ (რასტი) ვესტბრუქი - All-NBA Second Team – 2011, NBA Rookie First Team - 2009, NBA All-Star Team – 2011, 2012

ჯეიმს (ოლდ მენ) ჰარდენი - NBA Sixth Man of the Year - 2012, NBA Rookie Second Team – 2010

კენდრიკ პერკინსისა (NBA-ს საუკეთესო პერსონალური მცველი ცენტრი) და სერჟ იბაკას (3.7 ბლოკშოტი მატჩში) სახით გუნდს გააჩნია ლიგაში საუკეთესო დაცვითი ფრონთქორთი, რომლებიც წელს უმაგრეს სეზონს ატარებენ. ამის გამო თანდერის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით უჭირს გუნდები, რომლებიც ლოუ ფოსთ და ლუქ ინსაიდ ოფენსების მიმდევრები არიან.

აღნიშნვის ღირსნი არიან სხვა როლ ფლეიერებიც - თაბო სეფოლოშა (შვეიცარიელი სასტარტო 2 ნომერი, რომელიც ძალიან კარგი პერსონალური მცველია, NBA All-Defensive Second Team 2010), ნიკ კოლიზონი, ნაზრ მოჰამედი, საპლეიოფოდ დამატებული 37 წლის დერეკ ფიშერი, რომლის კალიბრის გამოცდილება ალბათ მთავარი ნაკლი იყო, რაც შარშანდელ თანდერს პლეიოფში აკლდა, რომელიც დალასთან მოგებულ თამაშებს ბოლო 2-3 წუთში აგებდა ხოლმე.
თანდერს წვრთნის 2010 წლის COY სკოტ ბრუქსი. სამწვრთნელო შტაბშია ასევე ლეგენდარული მო ჩიქსი,
ესეც გუნდის მთელი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი:

წინა თემის ბმული:
Oklahoma City Thunderგუნდის ოფიციალური საიტი:
http://thunder.nba.comწარმატებული ყოფილიყოს ახალი თემა, თუ რაიმე გამახსენდება კიდევ, ჩავამატებ
This post has been edited by Donnie on 22 May 2012, 18:10
Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul