#45378439 · 10 Aug 2015, 11:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე: • მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); • წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე; • დაიკეტება აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; • ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; • მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; • მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე. შედეგად, სრულად დაიკეტება პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - "დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები", - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.
--------------------
შიგნაკრავთა ჯოგი[B]
|