
რომანი ქალი კამელიებით:
"მისი რომანი “ქალი კამელიებით” აღწერს ახალგაზრდა კურტიზანის, მარგარიტა გოტიეს ტრაგიკულ ცხოვრებას. ამ პერსონაჟის შექმნა მწერალს შთააგონა ულამაზეს კურტიზან ქალთან, მარი დიუპლესისთან შეხვედრამ, რომელსაც მთელი პარიზი ეთაყვანებოდა და რომელთან ურთიერთობის საშუალებაც მწერალს არ ჰქონდა, ვინაიდან საკმარისად მდიდარი არ იყო.
რომანი საფუძვლად დაედო ჯუზეპე ვერდის ცნობილ ოპერას “ტრავიატა”."

ალექსანდრე დიუმა (შვილი):
ალექსანდრ დიუმა (შვილი) (ფრანგ. Alexandre Dumas fils - შვილი; დ. 27 ივლისი 1824, პარიზი — გ. 27 ნოემბერი 1895, მარლი-ლე-რუა) — ფრანგი დრამატურგი, ფრანგული აკადემიის წევრი (1874-დან), ალექსანდრ დიუმას შვილი.