საქართველოს პროკურატურის ცნობით დააკავეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი. მათი დაკავების მიზეზი სახელმწიფო უწყების ცნობით, 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაა. პროკურატურის ცნობით, მაღალჩინოსნებმა თანხები სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ გაფლანგეს.
პროკურატურა დაკავებულებს აუქციონში კომპანია "სილქნეტისთვის" უპირატესობის მინიჭებასა და პრივილიგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას ედავება. გამოძიების ცნობით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სხვა კომპანიებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და საბოლოოდ "სილქნეტს" გაამარჯვებინეს.
4 მილიონ 102 ათას 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულია სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტემენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური. ასევე სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე.
http://rustavi2.com/ka/news/2102ყოჩაღ პროკურატურას