ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს, თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყრილობას გამართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა , თბილსში ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელსაც მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოს სხვა ქალაქებში შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართება და როგორც თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ყრილობაზე მიწვეულები არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
თაქთაქიშვილის განცხადებით, რეგიონებში აქტივისტების ტრანსპორტირება სატრანსპორტო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდება.
მმართველის პარტიის სპიკერის ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ყრილობა 11:00 საათზე დაიწყება; ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის შენობის წინ - 12:00 საათზე; ბათუმში, ერას მოედანზე - 13:00 საათზე; ამბროლაურში, ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის წინ - 13:00 საათზე; ახალციხეში, რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე - 13:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ - 14:00 საათზე; გორში, თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 16:00 საათზე; თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე, თეატრის წინ - 17:30 საათზე; რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ - 18:00 საათზე; მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე - 18:00 საათზე, ხოლო რაც შეეხება თბილისს – სპორტის სასახლეში ყრილობა 19:00 საათზე დაიწყება.
და მიშა დღეს ყველგან უნდა მივიდეს?

დღეს არი მორიგე ვინმე აქ ნაცებიდან?
This post has been edited by vefxvi on 8 Sep 2012, 10:32