"ჯეოსელის" აბონენტები შპს "მგგს" საქართველოს/OSMP-ის გადახდის აპარატების მეშვეობით გადახდების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ"ჯეოსელი" დღეს, 12:00 საათზე წყვეტს შპს "მგგს" საქართველოსთან/OSMP-თან არსებულ ხელშეკრულებას. კომპანიის ინფორმაციით, ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად , "ჯეოსელის" აბონენტები ვეღარ შეძლებენ გადახდების განხორციელებას შპს "მგგს" საქართველოს/OSMP-ის გადახდის აპარატების მეშვეობით.
ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანია ასახელებს იმას, რომ წლების განმავლობაში შპს "მგსს" საქართველოს/OშMP-ს მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისათვის შპს "მგსს" საქართველოს/OSMP-ს დავალიანება ჯეოსელის წინაშე შეადგენს 2 მილიონამდე ლარს.
როგორც "ჯეოსელში" განმარტავენ, შპს "მგსს" საქართველო/OSMPარის მხოლოდ თანხის შემგროვებელი კომპანია და მას ჰქონდა ვალდებულბა შეგროვებული თანხა, რომელიც იყო "ჯეოსელის" კუთვნილება, დაებრუნებინა კომპანიისათვის.
"აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს "მგსს" საქართველოს/OSMP-ის მიერ წარმოდგენილ საბანკო გარანტიას გაუვიდა ვადა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მოხდა განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა. ამ ფაქტს ასევე დაემატა ის გარემოება, რომ დავალიანება ყოველდღიურად იზრდებოდა. შესაბამისად, გაჩნდა რეალური საფუძველი, გვეფიქრა, რომ კომპანია მიდიოდა გაკოტრებისკენ და ეს მდგომარეობა შეიძლება გამხდარიყო როგორც ჯეოსელის, ასევე ჩვენი აბონენტებისათვის სარისკო", - ნათქვამია განცხადებაში.
"ჯეოსელი" აღნიშნავს, რომ შპს "მგსს" საქართველოსთან/OSMP-ს ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მათ მიერ სრულად იქნება შესრულებული ყველა ვალდებულება და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნება საბანკო ინსტიტუტებით (საბანკო გარანტია).
"ამ ნაბიჯით დაცული იქნება როგორც აბონენტები, ასევე კომპანია "ჯეოსელი". შესაბამისად, ყველა ის რისკი, რაც დღეისათვის გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ბუნებრივად ვეღარ იარსებებს. იმ შემთხვევაში, თუ შპს "მგსს" საქართველო/OSMP დაუყონებლივ არ შეასრულებს "ჯეოსელის" კანონიერ მოთხოვნებს, იძულებულები ვიქნებით სასამართლოს მეშვეობით დავიცვათ ჩვენი უფლებები. კიდევ ერთხელ გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს აბონენტებს მათთვის შექმნილი შესაძლო დისკომფორტისათვის და აქვე შეგახსენებთ, რომ აბონენტებისათვის გადახდის ალტერნატიულ საშუალებად რჩება სხვა კომპანიების სწრაფი გადახდის სისტემები, მათ შორის, როგორიცაა "ნოვა ტექნოლოჯი", "თი-ბი-სი ფეი", ასევე, ჩვენი აბონენტთა მომსახურების ცენტრები (ოფისები) და "ასტრა" და "ლაი-ლაი" ბარათებით ანგარიშის შევსება", - აღნიშნულია განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...bis-gankhorciel
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი