http://info9.ge/?l=G&m=1000&id=4223 ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტილი იყო, რაც გადაადგილებაში უშლიდა ხელს ადგილობრივ მცხოვრებლებს. „ამათთვის ყველაფერი დასაშვებია, ჩვენთვის კი სახლში მისვლაც არ შეიძლება,“ - განაცხადა ზუგდიდის მოქალაქემ, რომელსაც დაცვის პოლიცია სახლისკენ მიმავალ ქუჩაზე არ უშვებდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა პარტიის ყრილობაზე „ინფო9“-ისა და „მაესტროს“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. „ინფო9“-სთვის მუშაობაში ხელის შეშლას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებიც ცდილობდნენ.
პ.ს. ჟურნალისტის პატრულთან დამოკიდებულება