
78 წელი შეუსრულდებოდა დღეს ამ კაცს
მათთვის, ვინც არ იცის - კარლ სეიგანი (1934 -1996) იყო ცნობილი ასტრონომი, კოსმოლოგი, მეცნიერების პოპულარიზატორი და გამოჩენილი აგნოსტიკოსი ათეისტი, რომელიც ყოველთვის ღიად აფიქსირებდა თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას კრეაციონიზმისა და რელიგიების მიმართ, მოუწოდებდა ადამიანებს მეტი სკეპტიციზმისა და აზროვნებისკენ. ასევე იყო და არის შთამაგონებელი პიროვნება უამრავი ადამიანისთვის.
დაწერილი აქვს წიგნები პოპულარული მეცნიერების ჟანრში, მათგან ერთ-ერთის მიხედვით გადაღებულია ფილმი "კონტაქტი". 80-იანებში გადაიღო 13 სერიანი დოკ. ფილმი Cosmos: A Personal Voyage, რომელიც 60 ქვეყანაში 500 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. შემდეგ იგივე თემაზე გამოუშვა ბესტსელერი წიგნი "კოსმოსი", რომელიც იქცა პირველ სამეცნიერო წიგნად, რომლის გაყიდვამაც ნახევარ მილიონს გადააჭარბა, მთლიანობაში კი მილიონობით გაიყიდა.
მეტი ინფორმაცია ლინკზე:
კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა– აზრი, რომ ღმერთი არის ცაში მჯდომარე უზარმაზარი თეთრი მამაკაცი გრძელი წვერით და ყოველი ბეღურის ჩამოვარდნას ითვლის, სასაცილოა. მაგრამ თუკი ღმერთში ვიგულისხმებთ ფიზიკური კანონების ერთობლიობას, რომლებიც სამყაროს მართავენ, ასეთი ღმერთი ნამდვილად არსებობს. მაგრამ ასეთი ღმერთი არადამაკმაყოფილებელია, რადგან აზრი არ აქვს მიზიდულობის კანონის წინაშე ლოცვას.
– ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მთლიანად ეყრდნობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიას და ამ დროს ისე აქვს მოწყობილი საქმე, რომ თითქმის არავის ესმის მეცნიერება და ტექნოლოგია. ეს კატასტროფის ნათელი წინაპირობაა.
– სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ სიკვდილის შემდეგ ისევ ვიცოცხლებ, რომ ჩემი ფიქრები, გრძნობები, მეხსიერება განაგრძობს არსებობას. მაგრამ რამდენადაც მინდა დავიჯერო, მიუხედავად უძველესი და მსოფლიო მასშტაბის კულტურული ტრადიციებისა სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის შესახებ, არაფერი ვიცი მასზე გარდა იმისა, რომ ეს მხოლოდ სურვილია.
– რომელი უფრო თავმდაბალია? მეცნიერი, რომელიც სამყაროს ღია გონებით აკვირდება და ეთანხმება ყველაფერს, რასაც ის (სამყარო) გვასწავლის, თუ ის, ვინც ამბობს, რომ წიგნში დაწერილი სიმართლედ უნდა მივიღოთ და არად აგდებს იმ ფაქტს, რომ ყველა ადამიანს შეცდომის დაშვება ახასიათებს?
– არასასურველი აზრების დევნა შესაძლოა საერთო რამ იყოს პოლიტიკასა და რელიგიაში, მაგრამ ეს არაა გზა ცოდნისკენ, არც მეცნიერებაშია მისი ადგილი.