http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...q-gakhdeba.htmlრუსული კომპანია "გაზპრომი" ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" სპონსორი გახდება, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა.
ამის შესახებ ინფორმაცია 10 სექტემბერს ადგილობრივმა პორტალმა AjaxShowTime-მა გაავრცელა.
რამდენს გადაიხდის კომპანია სპონსორობისთვის და რამდენწლიანი კონტრაქტი იქნება გაფორმებული კლუბთან, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ არნემის "ვიტესში" სამი ქართველი ფეხბურთელი: გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ირიცხება.
როგორც იცით, "გაზპრომი" "შალკეს", სერბული "ცრვენა ზვეზდასა" და ჩემპიონთა ლიგის სპონსორია.
2012 წელს რუსული კომპანია ლონდონის "ჩელსის" გლობალური პარტნიორი გახდა, რომელიც რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის.
ამავე დროს, "გაზპრომს" ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი, რუსეთის მოქმედი ჩემპიონი "ზენიტი" და კომპანიის მიერ ფინანსდება რუსეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "გაზოვიკი".
არნემის "ვიტესი" ჰოლანდიის ერთ-ერთი უძველესი კლუბია, რომელიც 1892 წელს შეიქმნა, თუმცა ჰოლანდიის ჩემპიონატი არასდროს მოუგია. ამჟამად ქართველი ფეხბურთელების გუნდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.