>2010 წელი, პატრიარქის ინიციატივით აკაკი წერეთლის წლად გამოცხადდა. ამ დროს აკაკის 170 წლის იუბილე აღინიშნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მომღერლები, რეწვის ოსტატები, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. რაზეც შემდგომში გიამბობთ, შეიძლება თქვენთვის უკვე ცნობილიც იყოს, რადგანაც ამ ამბავმა, სტუმრად ჩასულ მონაწილეთა ყურამდეც მიაღწია.
რამდენიმე დღიანი ღონისძიების ორგანიზებაში საპატრიარქოც აქტიურად იყო ჩართული. უწმინდესი საჩხერეში უნდა ჩასულიყო, სადაც იგი სადღესასწაულო პროგრამას დაესწრებოდა და სამი დღე დაყჰოფდა. ძირითადი ღონისძიებები სხვიტორში გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მეუფე დანიელი სასულიერო პირების თანხლებით ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლს ეწვია. მათ სთხოვეს, რომ საჩხერეში ჩამოსული პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის სასახლეში დაებინავებინათ. მეუფე დანიელს ორჯერ მოუწია ჭორვილაში ჩასვლა, თუმცა უშედეგოდ - ივანიშვილებმა სტუმრებს განუცხადეს, რომ თავისუფალი ადგილი, პატრიარქის დასაბინავებლად არ ჰქონდათ.
ივანიშვილების უარის შემდეგ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს პატრიარქი საჩხერის სამხედრო ბაზაზე მოეთავსებინათ და მას ოთახიც კეთილმოუწყვეს.
<em>(ფოტო: პატრიარქი სამხედრო ბაზაზე)

წერეთლობის სახალხო ზეიმი საჩხერეში 17 სექტემბერს დაიწყო და სამი დღე გრძელდებოდა. ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ეწვია საჩხერეს და ზოგიერთმა მათგანმა ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების დროს პატრიარქს ივანიშვილიც მოუკითხავს, რომელიც ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. როგორც ამბობენ იმ დროს ბიძინა ივანიშვილი ურეკის სახლში იმყოფებოდა. ბიძინა მოკითხვის შემდეგაც არ ჩამოსულა და ღონისძიებას მისი ოჯახის არც ერთი წევრი არ დასწრებია, არც მისი და, რომელიც საჩხერიდან 3 კმ-ის დაშორებით სოფელში ცხოვრობს.
(ფოტოზე მარცხნივ სოსო წერეთლის (თვითმფრინავის ბიჭები) 87 წლის დედა )<

[/URL[URL=http://pix.ge/]
ღონისძიებების დასრულების დღეს, პატრიარქს უთხოვია, ჭორვილაში, ივანიშვილებთან მიყვანა. უწმინდეს ივანიშვილების ჭიშკართან მხოლოდ ბიძინას დედა, ციცინო დახვდა. პატრიარქმა მას რამდენიმე წუთი ესაუბრა და საეკლესიო საჩუქრები გადასცა. ივანიშვილებს პატრიარქი არც ამჯერად შეუპატიჟებიათ სახლში.
"მე მატერიალისტი ვარ. არ მჯერა ცხოვრების სიკვდილის შემდეგ" ©ბიძინა ივანიშვილი
http://www.ireporter.ge/?p=31614 This post has been edited by Shiva on 12 Sep 2012, 13:44