axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#32930899 · 10 Sep 2012, 03:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არჩევანი შენ
არჩევანი მე არადანი შენ. ადრე უპირობოდ ასე იყო - პირველი მე ავირჩევ უკეთესს, შენ ის დაგრჩება რაც დარჩება. არჩევანი მე არადანი შენ. მაგრამ ცივილიზაციამ ისწავლა ტირაჟირება. ტირაჟირებას იმდენად უმტკივნეულოდ იაფად და ხარისხიანად ახერხებს, რომ პირიქითა კანონიც მოიგონა ტირაჟირების შემზღუდავი. თავიდან წიგნების ტირაჟირება და ბეჭდვა იყო ეშმაკეული საჩუქარი, ის რასაც ადრე ცალკეული გვარები თაობათა განმავლობაში აკეთებდნენ და ქმნიდნენ, გუტენბერგის მანქანამ ერთ დღეში გამოაცხო, მეორე და მესამე დღეს კი ის წიგნები გამოსცა, რომლებიც ისეთ ხალხამდე მივიდა, ვინც წიგნის ღირსი ვერაფრით გახდებოდა. დაგროვდა იმდენი წიგნი, რამდენსაც ვეღარც კითხულობს კაცობრიობა, წიგნებმა ცოდნა გადაიტანეს უბირ ქვეყნებში. კაცობრიობამ დაიწყო აღმასვლა გიგანტური ნაბიჯებით. წიგნმა ხმალი და ბორკილები ჩაანაცვლა, წიგნმა განავრცო კანონი ქვეყანაზე და კანონიერებამ და იერარქიამ მოიტანა მშვიდი პროგრესი ათასი წლის განმავლობაში. შემდეგ იყო სტალინი, რომლის იერარქიას ცალობით დახატული და ყველა სოფლის საბჭოს დარბაზში დაკიდებული ლენინისა და სტალინის ზეთის საღებავებში დახატული პორტრეტები იცავდნენ, მისი სიტყვა კი ხალხამდე ჯერ ტელეგრაფს მიჰქონდა, შემდეგ რადიოს, რადიოსა და ტელეგრაფამდე კი მაუზერს. ტელევიზიამ მაუზერისა და გულაგის აუცილებლობა კიდევ უფრო შეამცირა. ტელეგრაფი და რადიო კანონის უზენაესობის კიდევ სხვა საშუალება გახდა. ტელევიზიაც, სანამ იმდენად ხელმისაწვდომი გახდებოდა, რომ კერძო პირებმა შეძლეს მისი პატრონობა. მანამდე კი უდრტვინველ საბჭოთა სოციალიზმს უზრუნველყოფდა 1 ცენტრალური და ორი რესპუბლიკური სატელევიზიო არხი, პლიუს ერთი რადიო, სადაც მუდმივად ხმამაღლა მტირალა რადიოდადგმები გადიოდა. ეს ის დრო იყო, როცა საბეჭდი მანქანაც კი ვერ გექნებოდა, ემანდ პროკლამაცია არ დაგებეჭდა. საბეჭდი მანქანა ძვირი ძნელი და ნელი იყო, მან ვერ შეასრულა ჯინის როლი, მაგრამ სხვა ჯინის ჯერი დადგა. ბოთლიდან ჯინი თავისით ამოვიდა. უფრო სწორედ ჯინები და ბოთლებიდან.
საბჭოთა ხელისუფლება იაფად სწრაფად და ხანგრძლივი ექსპოზიციით ახდენდა საკუთარი გენერალნი სეკრეტატების სახის და სიყუვის ტირაჟირებას, ზეთის საღებავები და სოფლის ბოძზე რადიო წარსულს ჩაბარდა. საბჭოთა კავშირმა ზუსტად იმდენს ხანს გაძლო, რამდენი ხანიც ჰქონდა მონოპოლიური მფლობელობა ტირაჟირების მანქანაზე - რელევიზიაზე. მაგრამ მონოლითურ მონოპოლიას ტირაჟირების მინი ჯინები შეუძვრნენ და დაამხეს:
პირველი ჯინი: ქსეროქსი, უმტკივნეულო, სწრაფი და ადვილი ტირაჟირების იაფი მანქანა აღმოჩნდა, ის იმდენად ადვილ მოპოვებადი გახდა, რომ ყველა მეტროს ამოსასვლელში იპოვა კუნჭული
მეორე ჯინი ვიდეომაგნიტოფონი მხოლოდ სამი წელი დასჭირდა 200 მილიონ საბჭოთა მოქალაქეს, რომ თვალნათლივ დარწმუნებულიყო - ტელეეკრანი შეიძლება აჩვენებდეს იმას, რაც არ მოსწონს მთავრობას: რემბოს, პორნოს და მონანიებას.
მშვიდი პროგრესის გლობალური საფუძვლები მოყანყალდა. ამ ყანყალს მხოლოდ დემოკრატიულმა ქვეყნებმა გაუძლო. არადემოკრატიული ქვეყნები კი ან დაემხნენ, ან ისეთ თვალუწვდენელ უკუნ ფეოდალიზმში შებრუნდნენ, სადაც ქსეროქსი, ვიდეომაგნიტოფონი და ტელევიზია მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. მაგრამ ჯინი რის ჯინია, რომ 240 ქვეყნის დალაშქვრის შემდეგ იმ ფეოდალურ 5 ქვეყანაშიც არ შეაღწიოს. შეაღწევს.
მითუფრო რომ მათ ახალი ჯინები დაემატათ თანამებრძოლად , უფრო მძლავრი მატირაჟირებლები - კერძო ტელევიზია და ინტერნეტი.
დღეს უფასოდ შეგიძლია იყო ფორუმის მასპინძელი, ინტერნეტ ჟურნალის ავტორიცა და გამომცემელიც, ინტერნეტტელევიზიის მარეგულირებელი კომიტეტიც. ცოტა ფულითა და რამდენიმე თანამოაზრით უფლება გაქვს თქვა ის, რაც გინდა და იბრძოლო იმისათვის რაც გინდა, შეფუთო ეს შენი ბრძოლა როგორც გაწყობს.
სიტყვების მატირაჟირებელი ჯინების სიმრავლემ სიტყვის დახშობა უაზრო გახადა.
იერარქიას სტაბილური განვითარებისათვის მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ მოიპოვოს ყველას გულწრფელი სიმპათია, უმრავლესობის სიმპათია. იერარქი ვერღარ ინარჩუნებს იერარქიას, თუკი მისი სათქმელი მხოლოდ სახელმწიფო საშუალებებით ტირაჟირდება. მისი სიტყვა მეტოქესაც უნდა აინტერესებდეს. შევარდნაძის სიმართლეს უბრალოდ აღარავინ შეხედა 2003 წელს. ხალხმა სხვა სიმართლეზე გადართო და სხვა იერარქიაში გადაბარგდა. სააკაშვილის ხელისუფლება მეორე კონკურენტულ არჩევნებს ატარებს. პირველი იყო 2008 წლის იანვარში გრეჩიხასა და პატარკაციშვილის წინააღმდეგ, მეორე ახლაა ოქტომბერში. ორივე ამ არჩევნების წინ მმართველი ძალა სუპერაქტიურია. ყოველდღიურად ახერხებს იმდენი ნიუსის შექმნას, რამდენსაც ოპონენტი კვირაში ქმნის. ხელისუფლება უკეთ ტირაჟირდება ვიდრე ოპოზიცია. წარმატების გზა ტირაჟირების უკონტროლო და თავისუფალ საშუალებებზე გადის - დამოუკიდებელი ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი ადამიანებისათვის ინფორმაციის მთავარი წყარო ხდება. ტირაჟირება ხდება 5 მლნ ეგზემპლარად, ყველა აზრი წახალისებულია, ყველა აზრს აქვს რიხი, ყველა აზრი უთვალავ თანამოაზრეთა იმედიან გარემოში ითქმება. მაყურებელი ტვჯადოსნური ტირაჟირების გზით შეიძლება საკუთარ დივანზე დარჩეს და ამავე დროს იმ დღეს ჩატარებული მიტინგის მონაწილეც იყოს, მაყურებელი უყურებს იმ მიტინგს, რომელზეც მისვლა დაეზარა, მაგრამ მიტინგი თვითონ ტირაჟირდა მასში, ის დღეიდან თანამებრძოლია. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიტინგები და მათზე ნათქვამი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ზოგ შემთხვევაში ერთნაირ წინადადებებშიც განსხვავებული შინაარსი დევს. მაყურებელი ანუ ამომრჩეველი ადგენს რომელ არხს უყუროს. ყველა კონსპექტი უკვე ტირაჟირებულია 5-5 მილიონად. ყველა ბრაზი გახელებულია, ყველა გზაჯვარედინი ჭოგრიტითაა დათვალიერებული. არჩევანი მე, არჩევანი შენ. უკეთესის ტირაჟირება შესაძლებელია, არ ხარ ვალდებული დასჯერდე იმას რაც მორჩა. უკეთესი არ დაიხარჯება პირიქით, შენი ხმით ის გაძლიერდება. მოახდინე ტირაჟირება უკეთესი საქართველოსი. მოახდინე ტირაჟირება იმ საქართველოსი, რომლისაც ოსს და აფხაზს შეშურდება, რომელიც ააშენებს ახალს, დააგებს გზებს, გაალამაზებს ქვეყანას, უმასპინძლებს უცხოელებს, ბიუჯეტს გაზრდის, მოერევა კრიმინალს, მოერევა მაფიას, გაგიჩენს უკეთესობის მოლოდინს, პატივისცემას გაგრძნობინებს არაქართველთაგან, და რაც მთავარია - შეგინარჩუნებს ღირსებას პირადად და შეგინარჩუნებს ღირსებას როგორც ქართველს.
და ეს ყველაფერი თუ ასე მოხდა, თუ ყველამ მოინდომა იქნებ რაღაც გამოვიდეს და მომავალში, რამდენიმე წელიწადში, ერთხელ მაინც 9 წაგებიანი სერიალის შემდეგ ერთი მოგებაც გვერგოს. მოგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო გაიმარჯვებს. ის მოგება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოს მტერი დამარცხდება და არა მოყვარე. ჯერ ჩვენ საქართველოს მტერის დამარცხება ვერცერთხელ მოვახერხეთ. არც 2003 ში, არც 2008 იანვარში მეორე მხარეს საქართველოს მტერი არ მდგარა. არც 2012 წლის ოქტომბერში გვეყოლება საქართველოს სახელმწიფოს მტერი დასამარცხებელი. ჩვენ გაცილებით უფრო ნელ და პერმანენტულ ომში ვართ ვიდრე ეს მიშა-ბიძინაა. ამ ომში, ნამდვილ ომში, სადაც ახალი საქართველო უნდა დაიბადოს, საქართველოს მთავარი შენახული სეფე ილეთი და უპირატესობა ღირსებაა. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ღირსება, ჩვენ ლუპით გვაკვირდებიან, გულჩვილობის და ფუქსავატობის დრო აღარ გვაქვს. საქართველო ან არის ომში და ცნობს, რომ ეს ომია, იბრძვის ღირსებისთვის, ან არა. ის საერთაშორისოდ აღიარებული ღირსება 2003 წელს არ გაჩენილა, ის ჩვენ ერთობლივად ვზარდეთ 1991 წლიდან, გამოვატარეთ წასაგები ომების ომებით, უიმედო დუელებზე დათანხმებით, საქართველოს ინტერესების რუსეთისგან ქებაზე არგაცვლით, 2008 აგვისტოში ერთადდგომით. ჩვენ, ამ ქართველებს არ გვაქვს უფლება ეს ღირსება უნიტაზში ჩავუშვათ. ღირსებაზე უარის თქმით ჩვენ შანსს ვკარგავთ, ომზე პასუხისმგებლობის აცილებით ჩვენ ვხდებით ოჯალანი, რომელმაც 20 მილიონიან ქურთ გულშემატკივარს მბჟუტავი იმედი მოუკლა- ჰქონდეთ სახელმწიფოს ჩანასახი მაინც- ავტონომია, მან საკუთარი პერსონალური სიცოცხლე გამოისყიდა - თურქების წინაშე მოინანია ქურთთა ავტონომიისთვის ბრძოლა. ამ არჩევნებში შეიძლება მოიგოს ქართულმა პოლიტიკურმა ერთეულმა, მაგრამ წააგოს საქართველომ - დათმოს ის, რაც გამოატარა 20 წლის განმავლობაში. საქმე იმაში არაა, ვის აძლევ ხმას, საქმე იმაშია, რას ინარჩუნებ საქართველოსთვის ან რას გამოაცლი საქართველოს სამომავლოდ, ისტორიულ პერსპექტივაში. საარჩევნო ბიულეტენის ორ წრეში ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის საფრთხეა. არ ჩააპწიჩკო იქ. რუსეთის გულის მოსაგებად ლეიბორისტები ნატოზე ამბობენ უარს, მეოცნებეები კი ომის მიზეზად ჩვენი გიჟის გიჟობანას ასახელებენ.
მიეცი ხმა ვისი ხოშიც გაქვს, ოღონდ არა ამ ორს.
მაგრამ, თუკი პრობლემემის შუაგულში მცურავი ხმას მისცემ ხელისუფლებას, ამით ომზე პასუხისმგებლობას აიღებ და შენი ღირსების მწიკვით საქართველოს ღირსების ტირაჟირებას მოახდენ. ძაან დროულია საქართველოსთვის. ჰილარიმ მიჩურჩულა მახუნცეთის მარანში.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|