https://www.facebook.com/mtisambebi/videos/2064177581127694/დოკუმენტი, რომელიც „მთის ამბებმა“ მოიპოვა, რუსეთთან დამაკავშირებელი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას დაშვებულ კრიტიკულად მძიმე დარღვევებს აღწერს. ტექნიკური რესურსების მწვავე დეფიციტი, არმატურის უზარმაზარი ნაკლებობა და ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა (ე.წ. ცივი ნაკერები) - ჩვენს ხელთ არსებული ანგარიშის მიხედვით, ზედამხედველებმა ხიდის მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს, თუმცა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, სამუშაოები მაინც გააგრძელა.
ჩინური კომპანიის თვითნებობა და დარღვევები ქვეშეთი-კობის გზაზე - რას აღწერს საიდუმლო ანგარიში
ჩინური კომპანიის თვითნებობა და დარღვევები ქვეშეთი-კობის გზაზე - რას აღწერს საიდუმლო ანგარიში
18:21 - 10 აგვისტო 2026 hits 4929
facebook sharing button 1.3kmessenger sharing button
დატოვე კომენტარი
ჩინური კომპანიის თვითნებობა და დარღვევები ქვეშეთი-კობის გზაზე - რას აღწერს საიდუმლო ანგარიში
ახალი ამბები
ტექსტის ზომა
დოკუმენტი, რომელიც „მთის ამბებმა“ მოიპოვა, რუსეთთან დამაკავშირებელი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას დაშვებულ კრიტიკულად მძიმე დარღვევებს აღწერს. ტექნიკური რესურსების მწვავე დეფიციტი, არმატურის უზარმაზარი ნაკლებობა და ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა (ე.წ. ცივი ნაკერები) - ჩვენს ხელთ არსებული ანგარიშის მიხედვით, ზედამხედველებმა ხიდის მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს, თუმცა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, სამუშაოები მაინც გააგრძელა.
საფრთხე N6 ხიდზე - ჩინური კომპანიის თვითნებობა
დოკუმენტი N6 ხიდის დაახლოებით 75-მეტრიან მონაკვეთს ეხება. ხიდის საერთო სიგრძე 200 მეტრზე მეტია. ის მდინარე ხადისწყალზე შენდება და გზას სოფელ ბენიანიდან წკერეს გვირაბთან აკავშირებს. შეუსაბამობის ანგარიში თურქული საზედამხედველო კომპანიის (UBM) უფროსი ხიდის ინჟინრის, ჯიჰატ გუმუსთურქმენის მიერ არის შედგენილი 2026 წლის 24 ივლისს. ასეთ დოკუმენტებს გზების დეპარტამენტი არ ასაჯაროებს.
დოკუმენტის თანახმად, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ ინჟინრის სავალდებულო საბოლოო შემოწმებამდე და თანხმობის გარეშე თვითნებურად დაიწყო ბეტონის ჩასხმა. მოთხოვნილი 3 ბეტონის ტუმბოსა (2 სამუშაო, 1 სარეზერვო) და 2 საწარმოო ქარხნის ნაცვლად, მუშაობდა მხოლოდ 1 ქარხანა და 1 მოქმედი ტუმბო, რაც ფიზიკურად გამორიცხავდა 1135 მ³ მოცულობისა და 1425 მ² ფართობის ზედაპირის ნორმალურ ბეტონირებას. ბეტონის ჩასხმისას აღმოჩნდა უზარმაზარი რაოდენობით არმატურის ნაკლებობა სხვადასხვა მონაკვეთში (მაგალითად: 6200 ერთეული H-ტიპის არმატურა A1-P1-P2-P3 მონაკვეთში, 96 ცალი Ø25 არმატურა N8 მონაკვეთში, 160 ცალი Ø16 არმატურა N7 და N7a მონაკვეთებში). ტუმბოს გაუმართაობის გამო პროცესი საათობით წყდებოდა, რამაც გამოიწვია ე.წ. „ცივი ნაკერების“ წარმოქმნა კოლოფურ ფილასა და დიაფრაგმის კედლებში. ამ ფაზაში ბეტონის ჩასხმა საბოლოოდ 66 საათის შემდეგ დასრულდა.
https://mtisambebi.ge/news/item/1868?fbclid...r_ma0QR3XmjEPVghttps://www.facebook.com/reel/1027536836823223 რუსეთ-საქართველოს მაგისტრალი — ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე უსაფრთხოების პრობლემებია, აღმოჩენილია მძიმე დარღვევები
ქოცებმა აქაც ჩაიჯვეს და მიაფუჩეჩეს
ამ გზაზეც სიარული საშიში იქნება
ქოც პარტია არის მავნებული და კორუფციული