გოსურვებთ წარმატებას მთელ გუნდს!
ითამაშეთ, იბრძოლეთ, გაიმარჯვეთ (ბრძოლაში ღირსეულად დამარცხდით) და დაგიფასებთ: გარჯას, მონდომებას, და შრომას!...
აბა თქენ იცით.
თქვენ მე გუშინ საფეხბურთო იმედი გამიღვიძეთ....
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი 17:30 12-09-2012
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ ესპანეთის ნაკერებთან მატჩში (0:1) მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
გიორგი ლორიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი ლორია: "მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე მოსული მაყურებლის მხრიდან ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ.
ასეთი გულშემატკივრობა დამატებით ძალებს მაძლევდა. გული ძალიან დამწყდა, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი.
მოედანზე დარჩენის უმცირესი შანსიც არ არსებობდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქომაგს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ინტერესდებოდა და ახლაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შეხვედრაში ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო. ყველაფერი წინ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ".
***********
გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ 17:25 12-09-2012
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია, რომელიც საქართველო-ესპანეთის შეხვედრის (0:1) მონაწილეთაგან გამორჩეული იყო, მატჩის 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
თბილისის "დინამოს" ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.
მერაბ ვარძუკაშვილი: "დღეს დილით გიორგის Medi Club Georgia-ში გაუკეთდა პირველადი გამოკვლევები.
გამოკვლევების საფუძველზე მას აღენიშნება მუხლის სახსრის და მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, რაც ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას ვერ იძლევა.
გამომდინარე აქედან, გიორგის ესაჭიროება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. როდის შეძლებს გიორგი ვარჯიშს, ცნობილი ორიოდ დღეში გახდება".
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-shevdzeli.html This post has been edited by forumeli64 on 12 Sep 2012, 22:23
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...